თაკო ჩარკვიანი: ლელა კაკულიას შვილს პრემიერმინისტრობა სურდა

ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართლის“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, თუ რატომ დატოვა მისი პარტია ლელა კაკულიას შვილმა. “როგორც “მჯღიბავი” ამბობს, პრემიერად გვიმზადებს შვილს, ვიცეპრემიერად არაო. ჰოდა, არ გვინდოდა გვეთქვა, მაგრამ, აი, მისი შვილის პრემიერობაზე ვერ შევთანხმით პარტიაში. ჯერ სწავლის გაგრძელება შევთავაზეთ, ადრეა ცოტა – თქო. გაგვინაწყენდნენ – იმდენი დამსახურება არ მაქვს? ამდენი ხანია, ქართველ პოლიტიკოსებს ვემსახურები და ვისაც რა უნდა, იმას ”ვუწინასწარმეტყველებ”, ”ვმკითხაობ” და ერთი პრემიერობა რა მოხდა, რომ ამ განადგურებულ საქართველოში ჩემი გასათხოვარი გოგოსთვისაც გაიმეტოთო – ეჰ, რას ვიზამთ, ვერ გავიმეტეთ”, – წერს ჩარკვიანი. 15 მარტს, ლელა კა­კუ­ლი­ას შვილ­მა, თა­მარ პა­ტა­რა­იამ თაკო ჩარ­კვი­ა­ნის პარ­ტია და­ტო­ვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები