ვინ არის ბათუმელი მაშველი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალური “ფეისბუქგვერდი” ინფორმაციას ავრცელებს ახალგაზრდა მაშველის შესახებ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა.

მაშველი ბათუმელი ანრი ნემსაძეა, რომელიც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სწავლობს. მან 18 წლის ბათუმელი – თემურ მიქელაძე გადაარჩინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ბათუმში, პლაჟზე ფეხით პატრულირებისას ზღვაში მოქალაქე შეამჩნიეს, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ახალგაზრდა 150 მეტრის სიღრმეში იყო შესული.

კომენტარები

სხვა სიახლეები