მსოფლიოს მუზეუმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

1. Kunsthistorisches- ის მუზეუმი ავსტრიაში – ფლორენციაში მედიჩების მსგავსად, ვენაში ჰაბსბურგების გვარის წარმომადგენლები მდიდარი და ენთუზიაზმით სავსე კოლექციონერები იყვნენ ხელოვნების დიადი ნიმუშებისა. სწორედ მათ დაუტოვეს ვენას ურიცხვი სიმდიდრე ხელოვნების ნიმუშების სახით: სამეფო ეტლები, დეკორატიული და სკულპტრული ნამუშევრები, მონეტები, წიგნები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნახატები და სხვა. ამ ყველაფრის ნახვა ვენის მუზეუმშია შესაძლებელი.

 

2. ნიუ ორკის მეტროპოლიტენის მუზეუმი – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადგილი, რომელიც აერთიანებს 50 ათასი წლის წინანდელ ადამიანთა შემოქმედებას. მისი კოლექცია მოიცავს ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის, ასევე, უძველესი, კლასიკური და ისლამური სამყაროს ხელოვნების ნიმუშებს. მუზეუმში წარმოდგენილი ნამუშევრები მოიცავს ფერწერას, ფოტოგრაფიას, ქანდაკებას, მინას, კოსტუმებს, ინტერიერის დიზაინს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ჯავშან-ტექნიკას, ქანდაკებებსა და სხვა.

3. საბერძნეთის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი – მასში უძველესი საბერძნეთის ხელოვნების ნიმუშების ყველაზე დიდი კოლექციაა წარმოდგენილი.

4. ვატიკანის დაუვიწყარი მუზეუმი – დამთვალიერებელს თვალში ხვდება რენესანსის ეპოქის დროინდელი ნამუშევრები, თავად მიქელანჯელოს ხელით მოხატული გუმბათი, ბერნის მიერ შექმნილი „პორტიკო“, აღორძინების ხანის ხელოვნების ნიმუშები – ” ბელვედორე ტორსოს” ქანდაკება, მარმარილოს “ლაოკუნი” და სხვა. დამთვალიერებელს წინ ელის 1400 ოთახი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვატიკანის მუზეუმში.

5. ლონდონის ისტორიული მუზეუმი – მასში წარმოდგენილია 70 მილიონამდე ისტორიული ჩარჩოს მქონე ნიმუში. ისინი გვიყვებიან იმის შესახებ, თუ რა გაიგო ადამიანმა ბოლო 250 წლის განმავლობაში.

6. და ბოლოს, პარიზის ლუვრის მუზეუმი – საფრანგეთში ყველაზე მნიშვნელოვანი და ნახვადი კულტურული დაწესებულება. მასში შესვლა თანამედროვე მინის პირამიდის შენობიდანაა შესაძლებელი. მუზეუმის უმდიდრესი კოლექცია სხვადასხვა ეპოქისა და ცივილიზაციის ხელოვნების ნიმუშებს ინახავს. აქვე ინახება საფრანგეთის სამეფო კარის ძვირფასეულობა. მათი რაოდენობა, დაახლოებით, 300 000–ია, თუმცა საგამოფენო დარბაზებში მხოლოდ 35 000 ექსპონანტია წარმოდგენილი. შედევრების უმეტესი ნაწილი საცავებში ინახება და საჩვენებლად წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვით გამოაქვთ.
მილიონობით ადამიანის აღტაცებას იწვევს ულამაზესი და, ამავდროულად, ხანდაზმული ლუვრი. დამთვალიერებლების ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელი – 8,8 მილიონი ადამიანი 2011 წელს დაფიქსირდა.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები