ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, ვეგანების აქტივისტების მიერ გამართულ მშვიდობიან აქციაზე, სადაც აქტივისტები ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას აპროტესტებნენ და გამვლელებს ეკრანებზე ძალადობის კადრებს უჩვენებდნენ, ორმა მამაკაცმა უმი ღვიძლი შეჭამა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.