სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძის 2016 წელს “ტვ პირველის” ეთერში გაკეთებული კომენტარი კვლავ აქტუალური გახდა. “პოლიტიკოსი ყველგან პოლიტიკოსი უნდა იყოს და მინისტრი საძინებელშიც მინისტრი”, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე. სოციალური ქსელის მომხმარებლებში ამ განცხადებას, ისევე როგორც 2016 წელს, დღესაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. “მინისტრული სექსი როგორია ნეტავ?” “ტუალეტშიც მინისტრის ქცევა სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის” “პირველ რიგში საძინებელში უნდა იყო მინისტრი, თვარა, ხო დაგექცა ოჯახი”, – წერენ მომხმარებლები ქოუბის კომენტარებში.
https://youtu.be/3oK2eHjhylM