დაკავებული ლაშა კურტანიძის შეყვარებული: არ არის ტკივილის ღირსი

 

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ დაკავებული მსახიობის, ლაშა კურტანიძის შეყვარებული ხატია სტეფნიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

“არასდროს მიგრძვნია ასე სიყვარული, არ მქონია ასეთი იმედი ცხოვრებაში, როგორიც ახლა, ამ მომენტში მაქვს. დავიჯერე, რომ იმედი და სიყვარული ძალიან გვაძლიერებს ადამიანებს. კიდევ ერთხელ დავინახე, რომ ბევრი ადამიანი არ დადის ქვეყანაზე, რომელიც ყველას თავს ასე შეაყვარებს და ასე გააბედნიერებს გარშემო ყველას. მჯერა, რომ იმედი და ბრძოლა ყველაფერია დღევანდელ დღეს. არ ვიცი, როგორ ვთქვა, გამოვხატო ის გრძნობა, ემოცია თუ რამდენად ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანს ვიცნობ. არცერთი ასეთი პიროვნება არ არის რამე ცუდის ან ტკივილის ღირსი. ყველაფერი კარგად იქნება! მიყვარხარ!“, – წერს ხატია.

შეგახსენებთ, რომ ლაშა კურტანიძე (კურტანა) ლევან როსტოშვილთან (როსტო) ერთად რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. როსტოშვილს და კურტანიძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

13162391_1185381348168768_424918229_n

კომენტარები

სხვა სიახლეები