გიორგი ყიფშიძე და იმედა არაბული თეატრის პრობლემებზე წერენ – “პატარა ბავშვივით ვღრიალებდი იმდენი ვიტირე”

მსახიობი გიორგი ყიფშიძე სოციალურ ქსელში თეატრში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერს.
როგორც ირკვევა, მსახიობებს ხელფასებს თავის დროზე არ უხდიან.
მის პოსტს უამრავი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რაზეც საპასუხოდ მან მორიგი პოსტი დაწერა:
“რაც მე აქ დავწერე, ეს იმას არ ნიშნავს რომ ნაცებმა ფრთები გაშალონ და ეს ჩემი ბრაზი თავიანთ ბინძური მიზნებისთვის გამოიყენონ”, – დაწერა მსახიობმა.
გიორგი ყიფშიძის პოსტს გამოეხმაურა ასევე მსახიობი იმედა არაბული:
“ძალიან ძნელი იყო ჩემთვის იმ გადაწყვეტილების მიღება რაც მივიღე, მაგრამ აი უკვე აღარ შემეძლო მართლა. წამოსვლის წინ ორი დღით ადრე ორივე თეატრში ჩუმად გვიან ღამე შევიპარე და სცენაზე პატარა ბავშვივით ვღრიალებდი იმდენი ვიტირე. არ იყო ადვილი მართლა შენი საყვარელი საქმის დატოვება”, – წერს მსახიობი.

კომენტარები

სხვა სიახლეები