აშშ-ში პრინცის ქონების გაყოფის პროცესი გაიმართება

 

გარდაცვლილი მომღერლის პრინცის ქონება 300 მილიონ დოლარადაა შეფასებული. შესაძლოა, ეს თანხა ძმებს და დებს შორის გაიყოს, – წერს უცხოური მედია. მინესოტში, სადაც გაიმართება პროცესი, უკვე ჩასულია პრინცის უმცროსი და – თიკა ნელსონი. ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, თუ ვის დარჩება სეიფი, რომელშიც პრინცის ჩანაწერები აღმოაჩინეს. ქონების გაყოფამდე მომღერლის ქონება კომპანია Bremer Trust-ს აქვს ჩაბარებული. გავრცელებული ინფორმაციით, სეიფი ერთ ოთახს წარმოადგენს, რომელიც კოდის მქონე საკეტით იკეტებოდა. ცნობილი გახდა, რომ აღმოჩენილ არქივში 2 000-ზე მეტი სხვადასხვა მასალა ინახება.

უცხოური მედიის ცნობით, პრინცის ქონებაზე პრეტენზია არა მარტო მის ნათესავებს, არამედ სხვა ადამიანებს აქვთ, – ვინც აცხადებს, რომ მისი უკანონო შვილია. ერთმა ისტორიამ დააინტერესა სპეციალისტები, რომლებიც ქონების დაყოფით არიან დაკავებულნი, რადგან ახალგაზრდა მამაკაცის დედამ პრინცს პირადად იცნობდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები