წამყვანებად კი, სავარაუდოდ, ანრი ჯოხაძე, ნინო ნადირაძე-კუზანოვა, ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილი მოგვევლინებიან. სოციალურ ქსელში პროდიუსერებმა უკვე გაავრცელეს ვიდეორგოლი, რომელიც ამ გადაცემასთან არის დაკავშირებული.
„პრაიმტაიმი“ მაია სტეფნაძეს დაუკავშირდა, თუმცა პროდიუსერმა დეტალები არ გაამჟღავნა.
„გადაცემა მართლაც იწყება, თუმცა ამ ეტაპზე, ვერც გადაცემის სახელს გაგიმხელთ, ვერც შინაარსს და ვერც სხვა დეტალებს. დაელოდეთ, ცეკვების კვირაში გამოჩნდება ახალი გადაცემაც ეთერში“, – განაცხადა პროდიუსერმა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Di-rgYGe0-c&feature=youtu.be[/youtube]