ალესანდრა ამბროსიო Victoria’s Secret-ს ტოვებს

მოდელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა წასვლის შესახებ.
ბრაზილიელმა სუპერმოდელმა ალესანდრა ამბროსიომ Victoria’s Secret-ში კარიერის დასრულებათან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. მოდელმა კომპანიაში 12 წლიანი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, თანამშრომლობა შეწყვიტოს. როგორც ჩანს Victoria’s Secret-ის კოლექციის ჩვენება შანხაიში, რომელიც 28 ნოემბერს უნდა ჩატარდეს, ამბროსიოსთვის ბოლო იქნება. კომპანიის წარმომადგენლები, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ანგელოზის“ წასვლასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით კომენტარისგან თავს იკავებენ.

ალესანდრა ამბროსიო 36 წლის ბრაზიელიელი სუპერმოდელია, რომელსაც, პირველ რიგში, Victoria’s Secret-ის „ანგელოზად“ იცნობენ. მოდელი, ასევე, ცნობილი ბრენდების სახეს წარმოადგენდა, როგორებიცაა Next, Armani Exchange, Christian Dior და Ralph Lauren.

კომენტარები

სხვა სიახლეები