ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე ნაადრევი ქორწინებები (ფოტოკოლაჟი)

420
SHARE

ცნობილი ადამიანები, უბრალო მოკვდავების მსგავსად, ახალგაზრდობაში ნაჩქარევ და დაუფიქრებელ ქორწინებას აფორმებდნენ, რომლებიც უფრო ხშირად განქორწინებით მთავრდება.
ერთ-ერთი რეკორდსმენი ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხში მსახიობი მილა იოვოვიჩია. 16 წლის ასაკში მან ჯვარი მსახიობ შონ ენდრიუზე დაიწერა. შონი მაშინ თითქმის 22 წლის იყო და საკუთარი თავი საკმაოდ ზრდასრულ ადამიანად მიაჩნდა. მილაც საშინლად ბრაზდებოდა, როდესაც გოგონას ბავშვივით ექცეოდნენ. მან პატარა ასაკიდან დაიწყო აქტიურად მუშაობა – გადაიღეს ფილმში, გახდა წარმატებული მოდელი, თუმცა საკუთარი ფულის ხარჯვა ისე, როგორც მას მიაჩნდა, მილას არ შეეძლო.
მსახიობს ამის გაკეთებას დედა, გალინა უშლიდა. პროტესტის ნიშნად, და არა მარტო იმიტომ, რომ ის სიგიჟემდე იყო შეყვარებული, მილა გათხოვდა. თუმცა მალევე დედამისმა ქორწინების გაუქმებას მიაღწია, მოტივი კი შვილის არასრულწლოვანება და ქორწინებისთვის მშობლების ნებართვა იყო.

12966159_1164527430254160_748453179_n12966556_1164527440254159_960671737_n
მსახიობი, ფილმის – „მარტო სახლში“ ვარსკვლავი მაკოლეი კალკინი კიდევ ერთი რეკორდსმენია, რომელიც ძალიან ადრე, 17 წლის ასაკში დაქორწინდა. თუმცა, თავად შეუღლებულების მოსაზრებით, მათი ქორწინება ნაჩქარევი არ იყო, ისინი ხომ „მთელი ერთი წელი“ ხვდებოდნენ ერთმანეთს! მაკოლეი კალკინის რჩეული ასევე მსახიობი რეიჩელ მაინერი გახდა. მათ ერთად ყოფნის ფიცი დადეს, თუმცა ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც წყვილი გეგმავდა. მაინერს და კალკინს სხვადასხვა მიზანი და პრიორიტეტი ჰქონდათ. რეიჩელს კარიერის აწყობა უნდოდა, მაკოლეი კი მთელი დღეები ვიდეოთამაშებით ან ტელევიზორის ყურებით იყო დაკავებული.
მას არ ჰქონდა მუშაობის აუცილებლობა, 16 წლის ასაკში მსახიობმა უკვე 17 მილიონი დოლარი მიიღო! წყვილი ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ დაშორდა.

12966348_1164527436920826_623086118_n

12992184_1164527423587494_257271872_n
17 წლის ასაკში ასევე პირველად გათხოვდა მსახიობი დემი მური. თუმცა მისი ქორწინების დანგრევის შემდეგ და ბრიუს უილისთან მეორე ქორწინების შემდეგაც მური მალავდა, რომ ადრე გათხოვილი იყო.
მსახიობის პირველი ქმარი 12 წლით უფროსი როკმუსიკოსი, ფრედი მური იყო. მათი ქორწინება საერთო ინტერესებზე იყო დაფუძნებული, დემი ფრედის რამდენიმე სიმღერის თანაავტორი გახდა. ერთ-ერთ სიმღერაზე გადაღებული კლიპი გაჰიტდა. სხვათა შორის, დემი დღემდე იღებს ჰონორარებს მოკლე მუსიკალური კარიერის კარგი შედეგების გამო. ფრედის და დემის ქორწინებამ 4,5 წელიწადს გასტანა, შემდეგ კი მათი ინტერესები ერთმანეთს დაშორდა.
დემის ჰოლივუდში წარმატება ჰქონდა, ფრედი კი ვარსკვლავად ვერ იქცა. ისინი მეგობრებად დაშორდნენ და დემიმ ყოფილი მეუღლის გვარი – მური შეინარჩუნა. ზემოთ ხსენებული მსახიობებისგან განსხვავებით, ანჯელინა ჯოლი ცოტათი უფრო გვიან გათხოვდა.

12957273_1164527426920827_209956902_n
პირველი ქორწინება ჰოლივუდის კიდევ ერთ ვარსკვლავს 20 წლის ასაკში ჰქონდა. თუმცა მანამდე პირველ ბოიფრენდთან ანჯელინა დედამისის სახლში 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ანჯელინა პირველად ცოლად მსახიობ ჯონი ლი მილერს გაჰყვა. გოგონას ჯონი ფილმ „ჰაკერების“ გადაღებისას შეუყვარდა. წყვილის ქორწილი კი ნამდვილი სპექტაკლი იყო! ანჯელინა და ჯონი ეკლესიაში შავი ტყავის შარვლებში და თეთრ მაისურებში მივიდნენ. ანჯელინამ კი თავისი მაისურის ზურგზე საკუთარი სისხლით სახელი ჯონი დაწერა. ბეჭდების მაგივრად წყვილმა ერთმანეთს ასევე სისხლის წვეთები გადასცეს, რომლებიც თითებიდან ანჯელინამ თავად მოიპოვა. სამწუხაროდ, ამ რიტუალმა ახალდაქორწინებულებს ბედნიერება ვერ მოუტანა. წყვილი დაშორდა 18 თვის შემდეგ, ქორწინებიდან 3 წლის შემდეგ კი ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ.

12992998_1164527433587493_2044725777_n

FB კომენტარები

კომენტარი