ჰარდ-როკის ლეგენდას დღეს 67 წელი შეუსრულდა

349
SHARE

1948 წლის 3 დეკემბერს ინგლისელი როკმუსიკოსი, ჯგუფ “Black Sabbath”-ის ლიდერი, მოსიყვარულე მამა და ქმარი, “სატანისტების” ხატება, უდიდესი შოუმენი და შესანიშნავი სიმღერების ავტორი, ჰარდ – როკის ლეგენდად აღიარებული ოზი ოსბორნი ბირმინგემში, დიდ ბრიტანეთში დაიბადა.

მისი ნამდვილი სახელი ჯონ მაიკლ ოსბორნია. თანაკლასელებმა “ოზი” ზედმეტსახელად მისი გვარიდან და ფრემკ ბაუმის ცნობილი ზღაპრის – “ოზის ჯადოქრიდან” გამომდინარე შეარქვეს.12348288_436340436561347_955992040_n

15 წლის ასაკში ოსბორნი სკოლიდან გარიცხეს და ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო მომავალი როკმუსიკოსი ჯერ ზეინკლის თანაშემწედ, შემდეგ ბოილერში, ასევე მღებავად და მესაფლავედაც კი მუშაობდა.

შემდეგ წვრილმანი ქურდობის გამო დაიჭირეს, მან ვერ შეძლო ჯარიმის გადახდა, ამიტომ ბირმინგემის ციხეში 3 თვით ჩასვეს. სწორედ ციხეში ყოფნისას გაიკეთა მარცხენა ხელის თითებზე ცნობილი ტატუ OZZY.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ოზიმ გადაწყვიტა, მუსიკალური კარიერა დაეწყო, გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება. განცხადებას ჯერ გამოეხმაურა ტერენს ბატლერი (Terrence Butler), შემდეგ კი შეურთდნენ: ტომი აიომი (Tommy Iommi) და ბილ უორდი (Bill Ward). ასე შეიქმნა ლეგენდარული Black Sabbath-ი. ოზიმ, როგორც ვოკალისტმა, პოპულარობა 1970-იან წლებში Black Sabbath-ში მოიპოვა, რომლის ბნელი და მძიმე ჟღერადობა მძიმე მეტალის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილად ითვლება.

ოსბორნმა ჯგუფი 1979 წელს დატოვა. ოზი Black Sabbath-დან ლოთობის და ნარკოტიკების გამო გააგდეს. ჰქონდა წარმატებული სოლოკარიერა, 11 სტუდიური ალბომის გამოცემით, საიდანაც პირველი შვიდი აშშ-ში მრავალი გზის პლატინით აღინიშნა.12346674_436340733227984_1074373822_n

2011 წელს იგი დაუბრუნდა Black Sabbath-ს, რომელმაც მოგვიანებით ჩაწერა ალბომი „13“ (2013).

ოსბორნს წარმატებამ „მძიმე მეტალის ნათლიის“ არაოფიციალური წოდება შესძინა.

2001 წელს გამოვიდა ოზის ალბომი Down to Earth. 2005 წელს კი – Under Cover, რომელშიც შესულია იმ სიმღერების „ქავერ-ვერსიები“, რომლებმაც ოზიზე ზეგავლენა მოახდინეს. 2007 წელს ოზიმ კიდევ ერთი ალბომი, Black Rain-ი ჩაწერა. როგორც მუსიკოსმა თქვა, ეს მისი პირველი ალბომი იყო, რომელიც მან მთლიანად ფხიზელ მდგომარეობაში ჩაწერა. ახალი ალბომის, Soul Sucka-ს გამოშვება 2010 წლის ივლისში იგეგმებოდა. მოგვიანებით ოზიმ აზრი შეიცვალა ალბომის სახელთან დაკავშირებით და საბოლოოდ გადაწყდა, რომ მას Scream დაერქმია.

მუსიკოსის ალბომების გაყიდვები, დაწყებული Black Sabbath-ის პერიოდიდან, 100 მილიონ ასლს აღწევს.

ჯგუფთან ერთად, იგი შეყვანილია როკ-ენ-როლის დიდების და ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზებში.

ბირმინგების ვარსკლავების და ჰოლივუდის დიდების ხეივნებში გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავები.

2000-იანი წლების დასაწყისში მან სატელევიზიო ვარსკვლავის სტატუსიც შეიძინა, როდესაც MTV-ს რეალური შოუ ოსბორნების მონაწილე გახდა, – მეუღლე შერონ ოსბორნთან და შვილებთან, კელისთან და ჯეკთან ერთად.

“კვირა +” ოზი ოსბორნის შესახებ რამდენიმე ცნობილ ფაქტს გაგახსენებთ.

* 1980 წელს, აიოვაში კონცერტის დროს, დარბაზიდან ვიღაცამ ღამურა გაუშვა, გამაყრუებელი ხმაურისგან დამფრთხალი ფრინველი წყნარად იჯდა სცენაზე, ოზის ის რეზინის სათამაშო ეგონა და პირით ჩაკბიჩა, საპასუხოდ ფრინველმაც უკბინა ოზის. საბოლოოდ, ოზი სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ცოფის საწინააღმდეგო აცრები გაუკეთეს.12343470_436340633227994_917148247_o

* 1982 წლის მარტში, ოზიმ დაკარგა თავის გიტარისტი-ვირტუოზი რენდი როუდსი. აშშ-ში ტურნეს დროს მათი ავტობუსი სარემონტოდ ქალაქ ლისბურგში დააყენეს. ავტობუსის მძღოლმა დროის გაყვანის მიზნით ჯგუფის წევრებს შესთავაზა, საკუთარი თვითმფრინავით ეფრინათ. მეორე წრეზე თვითმფრინავში რენდი როუდსი და ჯგუფის პარიკმახერი ჩასხდნენ. ხუმრობით ავტობუსს ძალიან ახლოს ჩაუფრინეს, მესამე წრეზე თვითმფრინავი (პილოტი ავტობუსის მძღოლი იყო) ავტობუსს გამოედო, დაკარგა კონტროლი, მიწაზე დაენარცხა და აფეთქდა.

* ოზი ოსბორნის ორმა ალბომმა: Blizzard of Ozz (1980) და No More Tears (1991) ქვადრო-პლატინის სტატუსი შეიძინა. მარტო აშშ-ში ეს ორი ალბომი სათითაოდ 4 000 000 ეგზემპლარი გაიყიდა.

* 2002 წელს MTV ინგლისში და ირლანდიაში იწყებს პოპულარული რეალითი სერიალის ჩვენებას ოზი ოსბორნზე და მის ოჯახზე – The Osbournes.

* ოზი ოსბორნის ვარსკვლავის გახსნა 2002 წელს – Walk of Fame, ოსბორნის გვერდით მერლინ მენსონი და რობი უილიამსი დგანან.

FB კომენტარები

კომენტარი