ჯო კოკერი გარდაიცვალა

60
SHARE

   ლეგენდარული მუსიკოსი, ჯო კოკერი დღეს, 22 დეკემბერს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია კოკერის გარდაცვალების მიზეზი. მათივე ცნობით, მუსიკოსი დაუდგენელი დაავადებით გარდაიცვალა. მუსიკოსის გარდაცვალება მისმა აგენტმა, ბარი მარშალმა დაადასტურა. “ის უბრალოდ უნიკალური იყო.
შეუძლებელია ვინმემ შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც მან დატოვა”,- ამბობს მარშალი.გრემის მფლობელი ჯო კოკერი მუსიკაში 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია You Are So Beautiful და Up Where We Belong.
კოკერი 1944 წელს შეფილდში დაიბადა.

FB კომენტარები

კომენტარი