ჯეკი ჩანმა შვილი სახლიდან გააგდო

246
SHARE

ჯეკი ჩანის ქალიშვილმა, 18 წლის ეტა უ ჩჟოლინმა, მედიას უამბო, რომ ვარსკვლავმა ის სახლიდან გააგდო. გოგონა, ჯეკი ჩანს ქორწინების გარეშე, „მის აზიას“ 1990 წლის გამარჯვებულისგან ჰყავს. ეტას და მის 30 წლის მეგობარ გოგონას, ენდი ოტომს ღამის გათენება ხიდის ქვეშ უწევთ. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და წარმატებული მსახიობი ჯეკი ჩანი მრავალმილიონიანი ქონების პატრონია. თუმცა, მან გადაწყვიტა, საკუთარი შვილი ეტა, ფულის გარეშე დატოვოს.
18 წლის გოგონას პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, როდესაც მან აღიარა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის არის. მან „ქამინგ აუთი“ საკუთარ „ინსტაგრამზე“, დაახლოებით ერთი წლის წინ გააკეთა. ახლა ის კანადელ ენდი ოტომს ხვდება, თუმცა გოგონების ცხოვრება რომანტიული ფილმების სიუჟეტს სულაც არ ჰგავს. როგორც ეტა „იუთუბიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეო აღიარებაში აცხადებს, ჰომოფობი მშობლების გამო, ის უსახლკარო ადამიანად იქცა. „ჩვენ ხიდის ქვეშ გვეძინა და ბევრი მსგავსი რამის გაკეთება გვიწევდა“-ამბობს ჯეკი ჩანის შვილი.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, წყვილმა უკვე მოასწრო პოლიციაში მოხვედრა, ლგბტ-თემის მხარდამჭერ ორგანიზაციებში მისვლა და უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრება. თუმცა, ასეთი თავშესაფრები არ მოეწონათ, რადგან მათ იქ ერთად ცხოვრება არ შეეძლოთ. ახლა გოგოები დახმარებას ინტერნეტის მეშვეობით ითხოვენ.

FB კომენტარები

კომენტარი