ხარაგაულში კესარია დაკვლას გადაურჩა

425
SHARE

ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში უცნაური ფაქტი მოხდა.
კერძოდ, დედალ ღორს, რომელიც ოჯახმა საახალწლოდ დასაკლავად იყიდა, მამრის სასქესო ორგანოც აღმოაჩნდა, შედეგად კი ღორი დაკვლას გადაურჩა, ხოლო სახელად კესარია დაარქვეს. ამის შესახებ გაზეთი ,,ასავალ-დასავალი“ წერს.
,,ხარაგაულში არის ერთი ლამაზი სოფელი, საღანძილე. ვინც ამ საქმეში ჩახედულია, იცის, რომ დედალი ღორის, ანუ ნეზვის ხორცს უფრო ბავშვებს აჭმევენ. ამიტომ იმ კაცმა ბავშვებისთვის კარგად მოზრდილი ბურვაკი შეარჩია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დედალ ღორს მამალი ღორის, ანუ ტახის ,,ინსტრუმენტებიც“ თან აქვს. მთელი ხარაგაული მაგ ღორზე ლაპარაკობს. დიახ, ღორს ერთდროულად აქვს როგორც მდედრის, ასევე მამრის სასქესო ორგანოები, ანუ არის ორსქესიანი – ე.წ. შიმაილი.
ღორს კესარია დაარქვეს და მისი დაკვლა საახალწლოდ იგეგმებოდა, მაგრამ მისი ორიგინალური ორგანიზმის გამო ღორი დაკვლას გადაურჩა“,- წერს გაზეთი.

წყარო: გაზეთი “ასავალ-დასავალი”

FB კომენტარები

კომენტარი