ცვლის თუ არა სიყვარული ზოდიაქოს ნიშნებს და როგორ

116
SHARE

ამბობენ, რომ ადამიანებს სიყვარული რადიკალურად ცვლის. მაგრამ ზოგს უკეთესობისკენ, ზოგსაც დეგრადაციისკენ უბიძგებს ეს გრძნობა. ასტროლოგები თვლიან, რომ დეგრადაციას და სტრესს არაჯანსაღი კავშირები იწვევს. ეს ყველაფერი კი ჩვენს ცხოვრებაში ერთგავრი “კარმული გაკვეთილია” პიროვნული განვითარებისთვის ხელშესაწყობად. მაინც, როგორ მოქმედებს სიყვარული ადამიანებზე და ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ვინ როგორი ხდება, როცა შეყვარებულია.
ცეცხლის ნიშნები – ვერძი, ლომი და მშვილდოსანი შეყვარებულობისას ძალების მოზღვავებას გრძნობენ. ამ ადამიანებს შეუძლიათ მართლაც რომ “მთები გადადგან” სიყვარულის გამო, არიან საოცრად რომანტიკულები და ანებივრებენ საყვარელ ადამიანებს სიურპრიზებით. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ცეცხლს შენარჩუნება სჭირდება, ამიტომ აუცილებელია პარტნიორმა მუდმივად ტონუსში ამყოფოს ამგვარი შეყვარებული, თორემ ისინი აუცილებლად იწყებენ სხვა, უფრო დამაინტრიგებელი საკბილოს ძიებას.

წყლის ნიშნებს – კირჩხიბებს, მორიელებსა და თევზებს ღრმად, ემოციურად და გასაოცარი ინტენსიურობით უყვართ. ისინი ყოველთვის ეჭვიანები არიან საყვარელი ადმაიანის მიმართ და ნაკლებად ღალატობენ თავადაც. განსაკუთრებით ამ მხრივ მორიელი გამოირჩევა. წყლის სტიქიის ნიშნები სიყვარულში მიჯაჭვულობას ავლენენ. შესაბამისად, უყვართ ხანგრძლივი ვადით და ხშირად საკმაოდ მტკივნეულიც კია მათთვის მსგავსი ემოციები.
მიწის სტიქიის ნიშნები – კუროები, ქალწულები და თხის რქები სიყვარულშიც ისეთივე პრაქტიკულობას ავლენენ, როგორც სხვა ყველაფერში ცხოვრებაში. ამ ადამიანების გრძნობები ნელ-ნელა “იქოქება”, სამაგიეროდ, მათ უყვართ პარტნიორი გააზრებულად და სტაბილურად. ისინი იშვიათად კარგავენ თავს სიყვარულის გამო და ყოველთვის მზად არიან ჯანსაღი ურთიერთობებისთვის.
დაბოლოს, ჰაერის სტიქიის ნიშნებს – ტყუპს, მერწყულებსა და სასწორებს თავქარიანობა ახასიათებთ სიყვარულში. მათთვის მარტივია ერთი პარტნიორიდან მეორეზე გადანაცვლება. იმიტომ რომ ჰაერის ნიშანს მრავალფეროვნება იზიდავს. შესაბამისად, თუკი პარტნიორი მოსაწყენი და მონოტონურია, ადვილად იბეზრებენ ისინი მას. სიყვარულში არამდგრადობა, ჰაერის ნიშნის ბევრი წარმომადგენლისთვის დამახასიათებელი თვისებაა.

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი