ჩენინგ ტატუმი, შეცვლილი იმიჯით, ემინემს დაემსგავსა (ფოტო)

91
SHARE

ჩენინგ ტატუმმა იმიჯი შეიცვალა. მსახიობს, როგორც ჩანს, მობეზრდა წაბლისფერი თმა და გადაწყვიტა, საკუთარ თავზე ექსპერიმენტი ჩაატაროს. ტატუმმა თმა ქერად შეიღება და ახალი იმიჯი საზოგადოებას სოციალური ქსელით, “ინსტაგრამით” წარუდგინა. მსახიობის ახალ იმიჯს გულშემატკივრებში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა – უმეტესობა უწონებს ახალ “ვარცხნილობას” და სოციალურ ქსელებში წერს, რომ ტატუმი რეპერ ემინემს დაემსგავსა. მსგავსება, უდავოდ, თვალსაჩინოა.

FB კომენტარები

კომენტარი