ქალმა ახალდაწურული წვენები ვენებში შეუშვა

96
SHARE

ჩინეთში მცხოვრები ქალი ლამის მოკვდა მას მერე, რაც სხვადასხვა სახეობის წვენი ვენურად მიიღო. ჩინური მედიის ცნობით, 51 წლის ქალი, სახელად ზენგი, ფიქრობდა, რომ მისი ორგანიზმი კარგ ნივთიერებებს უკეთ შეითვისებდა, თუკი მათ ამგვარად მიიღებდა. თუმცა, ცოტა ხანში, მისი მდგომარეობა გართულდა – მას ციებ-ცხელება და ღებინენა დაეწყო, რის მერეც მეუღლემ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმ ლიუ ჯიანჰიუს განცხადებით, ქალის ორგანიზმში ინფექცია გავრცელდა, რომელიც გულს, ღვიძლსა და თირკმელებს ვნებდა. ის სეფსისისა და რამდენიმე სახის შინაგანი დაზიანებისგან გარდაცვალების რისკის ქვეშ დადგა. ექიმებმა მისი სისხლი დიალიზით, ანტიბიოტიკებითა და სხვადასხვა პრეპარატით გაწმინდეს და გადაარჩინეს. ხუთდღიანი რეანიმაციული მკურნალობის შემდეგ, ზენგის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„მეგონა, ახალდაწურული ხილის წვენი ძალიან კარგად მოქმედებს და არ მიფიქრია, რომ სხეულში მისი შეყვანა ასეთი საშიში იქნებოდა“, – უთხრა ზენგმა ჟურნალისტებს. როგორც ირკვევა, ის მედიცინის ალტერნატიულ და მკურნალობის ხალხურ მეთოდებს ხშირად იყენებდა. ჩინელი ექიმები კი ახლა საზოგადოებას აფრთხილებენ, არ ჩაატარონ მსგავსი ექსპერიმენტები, რამაც, შესაძლოა, სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს.

FB კომენტარები

კომენტარი