რუსეთისა და ამიერკავკასიის სახელმწიფოების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე თბილისში მედიაფორუმი ჩატარდა

75
SHARE

საერთაშორისო სამხრეთკავკასიურ მედიაფორუმზე – „მედია, პოლიტიკა, ფასეულობები: დავძლიოთ პოსტ–სიმართლე“, რომელიც 29–30 ივნისს თბილისში გაიმართა, ისეთი აქტუალური პრობლემები განიხილეს, როგორებიცაა პოლიტიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა, რომლებიც დღეს რუსეთსა და ამიერკავკასიის სახელმწიფოებს შორის ურთერთობებს განსაზღვრავს​.
ქართული გამოცემის, „საქართველო და მსოფლიოს“, პოლიტოლოგიური ცენტრის „ჩრდილოეთი–სამხრეთისა“, საერთაშორისო პრესკლუბის, „თანამეგობრობის“, და მონაწილე დსთ-ის ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს და რუსეთის მედიის ახალი ტალღის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ორი დღის განმავლობაში, მათ მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონოდათ წამყვანი მასმედიის კორიფეებთან, ავტორიტეტულ ექსპერტებთან და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ კულტურათა შორის დიალოგში.
ფორუმის პირველი სამუშაო დღის ღონისძიებებს სტარტი მისცა დსთ-ის ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის თანათავმჯდომარის, კულტურული თანამშრომლობის სფეროში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენლის, მიხეილ შვიდკოის მოდერატორობით გამართულმა სადისკუსიო პანელმა „თანამეგობრობის ჰუმანიტარული გარემო თანამედროვე რეალიებში: მემკვიდრეობითობის პრიორიტეტები“, რომელიც შეივსო ფორუმის საკვანძო მოვლენით – მრგვალი მაგიდით „რუსული მედია და სამხრეთ კავკასია – თარგმანში დაკარგულები“. მისმა მოდერატორებმა – რუსეთის საბჭოს ექსპერტმა საერთაშორისო საქმეებში და რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დოცენტმა, ალექსანდრ გუშჩინმა და გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი თოდუამ, სხდომის გახსნისას, ხაზი გაუსვეს აღნიშნული თემის „არა ლინგვისტური“ განმარტების მნიშვნელობას.
თარგმანის სირთულეებში უნდა ვიგულისხმოთ არა შინაარსის გადმოცემის სტილისტური თავისებურებები, არამედ რეგიონის პრობლემური საკითხების გაშუქებისას მხარეთა ინტერესების ბალანსის დაცვის აუცილებლობა, ისეთების, როგორიცაა ყარაბაღის კონფლიქტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამორკევის პრობლემა. მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამართული მწვავე დისკუსიის შეჯამებისას, ა.გუშჩინმა წამოაყენა წინადადება, შეიქმნას ერთიანი საინფორმაციო ინტერნეტპორტალი, რეგიონში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენების გასაშუქებლად და კონსტრუქციული კონტენტის შესაქმნელად რუსეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ავტორიტეტული ექსპერტების მონაწილეობით,რომელთაც მიუკერძოებელი და არგუმენტირებული კომენტარის გაკეთება შეუძლიათ.
ღონისძიების მონაწილეებმა არანაკლებ აქტუალურად მიიჩნიეს ლექცია „სიტყვის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება: ჰარმონიის ძიება პოლიტკულტურულ საზოგადოებაში“, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ყიფშიძემ წაიკითხა. გამოსვლისას, სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ სიტყვის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება მხოლოდ მაშინ ფასობს, როცა ისინი დაბალანსებულია პასუხისმგებლობით და გაცნობიერებული შეზღუდვებით, მათ შორის, თვითშეზღუდვით.
“სინდისის თავისუფლებას, ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლებას, ზოგიერთი აღიქვამს, როგორც რელიგიური გამოხატულების თავისუფლებაში პასუხისმგებლობის სრულ არქონას. თუმცა რელიგიური თავისუფლების საზოგადოებრივ გამოხატვაში უამრავი შეზღუდვა არსებობს”, – განმარტა ვახტანგ ყიფშიძემ.
ეროვნული უნივერსიტეტის – „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ კომუნიკაციების, მედიის და დიზაინის ფაკულტეტის მედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილია ქირიამ თავის მასტერკლასზე – „რატომ ხდება მედიაკომპანიების დეგრადაცია: როგორ ვმართოთ კრეატიულობა ახალ პირობებში?“ განიხილა ტრადიციული მედიის კრიზისის პრობლემა, რომელიც ახალი კადრების სიმცირითაა გამოწვეული. მისი მტკიცებით, ახალი თაობა დიდი ენთუზიაზმით აღიქვამს დღეს სოციალური ქსელებისა და ინტერაქტიული პლატფორმების რესურსებს, რომლებიც პირდაპირი კომუნიკაციისთვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. ამასთან ერთად, მედიასივრცეში სულ უფრო მეტად იკვეთება ციფრული კაპიტალიზმის ნიშნები.
“ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მედიის შემდგომ „ინდუსტიალიზაციას“. ისინი სულ უფრო მეტად ემსგავსებიან ახალი ამბების ფაბრიკებს. პრობლემა იმაშია, რომ კონვეირული ტიპის წარმოება სრულიად ანადგურებს კრეატიულობას, ხოლო ჟურნალისტიკა, სამწუხაროდ, კრეატივის გარეშე ვერ იარსებებს”, – აღნიშნა სპიკერმა.
ფორუმის მონაწილეებმა დისკუსიის დროს ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს თემაზე „სპორტი და მედია – მსხვილი სპორტული ღონისძიებების გაშუქების ახალი ფორმატები“, რომლის მოდერატორიც გახლდათ კრეატიული პროდიუსერი, რადიოსადგურ „Вести FM“–ის წამყვანი გიორგი სარალიძე. ასევე, სოციალური პროექტირების ცენტრ „პლატფორმას“ დამფუძნებლის, ალექსეი ფრისოვის ლექციიდან „იდეოლოგიური სტრატეგიები და მედია – შინაარსის შექმნის ტექნოლოგიები.“
ფორუმის შედეგების შეჯამებისას, მონაწილეებმა რუსეთის მედიასაზოგადოებისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების წარმომადგენლებს შორის ჰუმანიტარული თანამშრომლობისა და კულტურათა შორის დიალოგის განვითარებისკენ მიმართულ სახელმწიფოთაშორის პროექტების ფარგლებში, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.


FB კომენტარები

კომენტარი