რა ცვლილებებია მოსალოდნელი 5 ოქტომბრიდან

959
SHARE

ასტროლოგიაში პლანეტის რეტროგრადირება ძლიერ და უარყოფით გავლენას ახდენს სხვადასხვა თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში კი ვისაუბრებთ ვენერას, ანუ სიყვარულის პლანეტის რეტროგრადირებაზე. ვენერა 5 ოქტომბერს რეტროგრადირდება და ეს პერიოდი 16 ნოემბრამდე გასტანს.

ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ სასიყვარულო ურთიერთობებში. ერთმა მცირე შეცდომამაც კი დამღუპველ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
რომანტიკული ურთიერთობების კუთხით, მოსალოდნელია, რომ დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებით. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ზოდიაქოს ნიშანს ეკუთვნით. აბსოლუტურად ყველა ნიშანზე მოახდეს ის გავლენას, თუმცა ზოგიერთი მას უფრო მძაფრად შეიგრძნობს.

შესაძლოა, სირთულეებმა იჩინოს თავი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გიყვართ და სიამოვნებას განიჭებთ – სექსში, სიყვარულში, ხელოვნების საკითხებში, მუსიკასა, თუ მოდაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველივემ, რაც თქვენში დადებით ემოციებს იწვევს, შესაძლოა ცხოვრება გაგირთულოთ.
მოსალოდნელია, რომ თქვენს ცხოვრებაში ყოფილი რომანტიკული პარტნიორი გამოჩნდება და ურთოერთობის განახლებას მოინდომებს, თუმცა გირჩევთ, რომ წარსულს არ მისცეთ დაბრუნების საშუალება. ეცადეთ, რომ არ მიიღოთ სიყვარულთან დაკავშირებით რადიკალური გადაწყვეტილებები.
კარგი ის არის, რომ ახლა დაიწყება თქვენი თვალის ახელის პერიოდი. რეალობას თვალს გაუსწორებთ, სასიყვარულო ურთიერთობებში ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა. შესაძლოა, ამან გული გაგიტეხოთ, მაგრამ ილუზიურ, იდეალურ ურთიერთობას სჯობს, რომ სიმართლე იცოდეთ. აუცილებლად მიიღებთ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომლებიც აქამდე გაწუხებდათ.

ვენერა განაგებს კუროსა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებს. სწორედ ამიტომ ამ ზოდიაქოს ნიშნების შემოსავალი გაიზრდება, ხოლო პარტნიორული ურთიერთობები განმტკიცდება.
მომდევნო კვირების განმავლობაში (ეხება ყველა ზოდიაქოს ნიშანს), შესაძლოა, რაიმე ამაღელვებელი ამბავი გაიგოთ, ისეთი, რომელიც წარსულში დაგაბრუნებთ. ეს არ ეხება სასიყვარულო ურთიერთობას, ეს ეხება საქმიან, პარტნიორულ კავშირებს და ის აუცილებლად იქნება წარმატების მომტანი.
ამგვარად, შეგვიძლია, მარტივად ასე ვთქვათ – ვენერას რეტროგრადირების პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობაში წარუმატებლობის ეტაპია, თუმცა კარიერული თვალსაზრისით, ბევრად წინ წაიწევთ და შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდით. შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდში იპოვნოთ ოცნების სამსახური, დაინიშნოთ ხელმძღვანელ პოზიციაზე. თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
თუ მარტოხელა ხართ, ვენერას რეტროგრადირების პერიოდი მოგცემთ საშუალებას დაინახოთ უფრო მკაფიოდ ის, თუ რატომ არ გიმართლებთ სასიყვარულო ურთიერთობაში, რატომ ვერ პოულობთ ცხოვრების სიყვარულს, შეძლებთ სწორი დასკვნების გამოტანას, რაც შემდგომში წარმატებული რომანტიკული ურთიერთობის შესაძლებლობას მოგცემთ. მიხვდებით, რომ გარკვეული საკითხებისადმი დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ.
ასტროლოგების განმარტებით, მიუხედავად ვენერას რეტროგრადირებისა, უარი არ უნდა თქვათ ახალ ურთიერთობებზე, ფლირტზე, პაემანზე.
თუ სასიყვარულო ურთოერთობაში ხართ ყველანაირად ეცადეთ რომ იპოვოთ კიდევ უფრო მეტი საერთო საყვარელ ადამიანთან, დაუახლოვდეთ მას ისე, როგორც არასდროს, სხვაგვარად, შესაძლოა, ურთიერთობა ცუდად დასრულდეს.

წყარო:https://trend.ge

Comments

comments