“პავლე მაშინ 17 წლის ყოფილა და მამისთვის უთქვამს, შენს ნაცვლად მე ჩავალო” (ფოტო)

237
SHARE

ჟურნალისტი გურამ როგავა სოციალურ ქსელში ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს.
“სამძიმარი, ტყიბული
25 წლის დაღუპული მეშახტის, პავლე გამეზარდაშვილის მამა სამძიმარს იღებს. 2010 წელს თავადაც მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავდა და მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლო. პავლე მაშინ 17 წლის ყოფილა და მამისთვის უთქვამს, შენს ნაცვლად მე ჩავალო…
გუშინ ახალგაზრდა მეშახტის ცხედარი მინდელის შახტიდან მაშველებმა ამოიყვანეს…
მამა, მძიმე ტრავმის გამო, ფეხზე დგომას დღემდე მხოლოდ ყავარჯნების დახმარებით ახერხებს. სამძიმრის გრძელ რიგებსაც ყავარჯენზე დაყრდნობილი იღებს, სანამ გავუძლებ ვიდგებიო” . – წერს ჟურნალისტი.

FB კომენტარები

კომენტარი