ნიკა გრიგოლიას პასუხი ტომას ჯალაკს – არავის უგინებია და არავის ვუცემივარ

48
SHARE

ალბათ უკვე იცით, რომ ტომას ჯალაკი გადაცემაში „ერთგულების ტესტი“ გაება, კამერების წინ სექსი გააჩაღა ბაბეტასთან და შეყვარებულიც დაკარგა. ცოცრად წოდებული სკანდალური ტომასი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ჩაწერის შემდეგ ისე გამოვიდა წყობიდან, რომ გადაცემის წამყვანს, ნიკა გრიგოლიას აგინა.

„პრაიმ ტაიმი“ ნიკას დაუკავშირდა და ამ ამბის გადამოწმება სცადა.

– ნიკა, ტომასი იმუქრება, ვაგინეო, ამბობს, ცემაც მინდოდაო…

– ვიტყვი მხოლოდ საუკეთესოს, სასიამოვნოს და სანარნაროს.

– გინებას ასე როდიდან პასუხობ? მართალია, რასაც ტომასი ჰყვება?

– ოხ, როგორ ოსტატურად მკითხე! გინებას როგორ ვპასუხობ, ეგ მე ვიცი. არავის უგინებია და არც არავის ვუცემივარ. არც ველოდი რომ დამლოცავდა. ჰოდა, მე ვიტყვი მხოლოდ საუკეთესოს, სასიამოვნოს და სანარნაროს. მისი მუქარა არ მინახავს. მხოლოდ ის ვიცი, რომ გადაცემა ბევრმა ნახა. ეს კარგია.

 

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი