ნადეჟდა სავჩენკო სატელეფონო სექს – ოპერატორად მუშაობის პერიოდს იხენებს

256
SHARE

უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკოს განცახდებით,  სატელეფონო სექს – ოპერატორად მუშაობამ, მამაკაცების ხასიათის ამოცნობა ასწავლა. ამის შესახებ სავჩენკომ ტელეკომპანიის 112 Украина ეთერში ისაუბრა.
”უნდა მივმხვდარიყავი, კლიენტებიდან ვინ იქნებოდა რეალური გადამხდელი, ამისთვის კი მთელი სისტემა არსებობს – შესაძლოა, ისეთი, როგორიც  ტელეკომპანიებს აქვთ. არის მორბენალი სტრიქონიც, მუდმივად ამოწმებ ინფორმაციას,” – განაცხადა სავჩენკომ.
ნადეჟდა  21 წლის იყო, როდესაც ნახა განცხადება, რომ სჭირდებოდათ სასიამოვნო ხმის გოგონა, რომელიც ნებისმიერ თემაზე ისაუბრებდა. გასაუბრებაზე კი წაიკითხა ეროტიკული სცენა ერთ-ერთი რომანიდან და სავჩენკო სამსახურში მიიღეს. მისი ინფორმაციით, ანაზღაურება ძალიან მაღალი იყო – 100 დოლარი საათში.

FB კომენტარები

კომენტარი