მუსლიმ ქალ ფეხბურთელს მატჩის დროს ჰიჯაბი ჩამოეშალა- მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები კი მას დაეხმარნენ(ვიდეო)

73
SHARE

ქალთა საკლუბო ჩემპიონატის WAFF შეხვედრა არაბთა მართლმადიდებლურ კლუბსა და იორდანიაში შაბაბ ალ-ორდონ კლუბს შორის გაიმართა. მატჩის მიმდინარეობისას ერთ-ერთ მოთამაშეს ჰიჯაბი ჩამოეშალა და თმა გამოუჩნდა, რა დროსაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა მოთამაშე წრეში მოაქციეს და ჰიჯაბის გაკეთების საშუალება მისცეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოებისგან დადებითი შეფასებები მოჰყვა.

ჰიჯაბი – თავსაბურავია, რომელსაც მუსლიმი ქალები ატარებენ. ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში მისი ტარება სავალდებულოა, თუმცა იორდანიაში აღნიშნული ქალის არჩევანზეა დამოკიდებული. ჰიჯაბის ტარება სპორტში გახდა პრობლემად, რადგან FIFA-მ 2014 წლიდან მისი ტარება აკრძალა.

FB კომენტარები

კომენტარი