მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა აღმოაჩინეს

124
SHARE

ამერიკელმა ასტრონომებმა მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა აღმოაჩინეს. ის ისეთივე დიდი არ არის, როგორც კოსმოსის სხვა ობიექტები, მაგრამ, სამაგიეროდ, მზისგან ყველაზე შორს მდებარეობს.
ამ დროისთვის პლანეტა 2015 TG387 ყველაზე შორს მდებარე ობიექტად ითვლება, რომელიც ოდესმე ყოფილა მზის სისტემაში დარეგისტრირებული. ეს ჯუჯა პლანეტა მზისგან 80 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული და მისი რადიუსი 300 კილომეტრია. პატარა ზომიდან გამომდინარე მას „გობლინი“ დაარქვეს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ გობლინის ზომები და ორბიტა ეგრეთ წოდებულ პლანეტა „X”-ისას ემთხვევა. ეს ის ციური სხეულია, რომლის არსებობაც მზის სისტემაში ჯერ კიდევ 2015 წელს იწინასწარმეტყველეს. ახლა მკვლევარებმა კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა შეაგროვონ შორეული პლანეტის შესახებ და მასზე უფრო აქტიური დაკვირვება დაიწყონ.

FB კომენტარები

კომენტარი