ლონდონში კრისტის აუქციონზე 60 წლის დაძველების ვისკის ბოთლი რეკორდულ ფასად გაიყიდა(ვიდეო)

61
SHARE

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ერთი ბოთლი ვისკი ლონდონში კრისტის აუქციონზე 1,2 მილიონ ფუნტად (1,53 მლნ დოლარად) გაიყიდა.
60 წლის დაძველების ვისკი 1986 წელს ჩამოასხეს ბოთლში, რომლის დიზაინიც ირლანდიელმა მხატვარმა, მიშელ დილონმა შექმნა. მისმა ვინტაჟურმა ბოთლმა გასულ თვეში დამყარებული რეკორდი მოხსნა, როდესაც სხვა ბოთლში 1926 წელს ჩამოსხმული იგივე ვისკი ედინბურგში ბონამას აუქციონზე 848 ათას ფუნტად (1,1 მლნ დოლარად) გაიყიდა.
მაკალანის ვისკი 1929 წელს დააყენეს და დასაძველებლად 6 ათეული წელი გაატარა ძველებურ ხის კასრში. 1986 წელს კი ის პირველად ჩამოასხეს ბოთლებში.

Comments

comments