ლეონარდო და ვინჩმა კაცობრიობის აღსასრულის ზუსტი დრო იწინასწარმეტყველა

674
SHARE

 

ლეონარდო და ვინჩი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გენიალურ ადამიანად მიიჩნევა. მისი შემოქმედება გამოირჩევა სილამაზითა და ანატომიური სრულყოფილებით, რაც, ბუნებრივია, აისახა მისი ყველაზე ცნობილი ნახატის, “მონა ლიზას” ფასში. აღნიშნული ნახატი 700 მილიონი ფუნტი სტერლინგი ღირს. თუმცა, არსებობს და ვინჩის კიდევ ერთი შედევრი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება, სულ ცოტა ხნის წინ, იმ ფარული ნიშნების გამო მიიპყრო, რომლებიც ავტორმა მომავალ თაობებს დაუტოვა. ეს მინიშნება ეხება აპოკალიფსის დასაწყისის ზუსტ თარიღს. საუბარია ნახატ „საიდუმლო სერობაზე“, რომელზეც და ვინჩმა იესო ქრისტეს უკანასკნელი საათები გამოსახა.
შემოქმედმა ნახატზე მუშაობა 1445 წელს დაიწყო და დაამთავრა 1448 წელს. შედევრი მრავალჯერ დაზიანდა და არაერთხელ რესტავრირდა – მათ შორის, 1726, 1770, 1853, 1903, 1924, 1928 და 1978 წლებში. სწორედ ამიტომ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნახატს ორიგინალთან საერთო თითქმის აღარაფერი დარჩა. მიუხედავად ამ მოსაზრებისა, მკვლევარები ცდილობენ პირვანდელი იერსახის აღდგენას, ზედა ფენების მოშორებას და ესკიზებისა და ჩანახატების არქივიდან მოპოვებას.
იტალიელი ხელოვნებათმცოდნე, საბრინა სფორცა გალიცია, 2010 წლიდან მოყოლებული, იკვლევს ამ ნახატს და მის ყურადღებას ცენტრალური ფანჯარა იპყრობს, რომლიდანაც ჩანს ვარსკვლავები, რომელთა ერთობლიობა რთულ მათემატიკურ და ასტროლოგიურ თავსატეხს წარმოქმნის. საბრინას აზრით, ამ კრიპტოგრაფიულ კოდში დაშიფრულია კაცობრიობის აღსრასრულის ზუსტი თარიღი. საბრინას მოსაზრებით, წარღვნა 4006 წლის 21 მარტს დაიწყება და დასრულდება ამავე წლის 1-ელ ნოემბერს. ამის შემდეგ კი, „კაცობრიობისთვის დადგება ახალი ერა“.
და ვინჩის შიფრი მდგომარეობდა იმაში, რომ ზოდიაქოს ნიშნები სპეციფიკურად არის განლაგებული. გარდა ამისა, ლათინური ანბანის 24 ასო და ვინჩის გამოყენებული აქვს საათების აღსანიშნად. ამ მოსაზრებამდე საბრინა სფორცა მივიდა მაშინ, როდესაც ის ამ ნახატის შესახებ და ვინჩის ხელნაწერებს ვატიკანის გასაიდუმლოებულ არქივში შეისწავლიდა. თუმცა, ამჟამად, სფორცა ახალ წიგნს წერს და ვინჩის ნახატის „პირვანდელ ვერსიებზე“ დაყრდნობით, სადაც ის მკითხველს აპოკალიფსის ახალი თარიღის დასახელებას ჰპირდება.

FB კომენტარები

კომენტარი