კრიშტიანუ რონალდუს „ინსტაგრამზე” რეკორდული რაოდენობის 144,36 მილიონი გამომწერი ჰყავს

24
SHARE

პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა. მან გამომწერების რეკორდული რაოდენობა დააგროვა. რეკორდი 29 ოქტომბერს დამყარდა. ფეხბურთელის გვერდს 144,36 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალყურს.
აქამდე ყველაზე პოპულარული „ექაუნთი“ სელენა გომესს ჰქონდა – მისი გამომწერი 144, 33 მილიონი ადამიანი იყო. სელენა გომესი ლიდერობას 2016 წლიდან ინარჩუნებდა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, კრიშტიანუ რონალდუს ფოტომ, რომელიც მან „იუვენტუსის“ მაისურში გადაიღო, 11,5 მილიონი მოწონება დააგროვა.

FB კომენტარები

კომენტარი