კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 29 დეკემბერი – 4 იანვარი

147
SHARE

  პრესაახალწლო და მიმდინარე წლის რიგით ბოლო, კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს განსაკუთრებული განწყობით გთავაზობთ. წინ სადღესასწაულო დღეები და ალბათ ბევრი თქვენთაგანი აქტიურადაა უკვე ჩაბმული საახალწლო ფუსფუსსა და სამზადისში. მართალია ოფიციალურად „ასტროლოგიურ ახალ წლამდე“ ჯერ თითქმის ორი თვის შუალედი გვაშორებს, მაგრამ მიუხედავად ამისა გვიან არასოდესაა ყველაფერი დავიწყოთ ხელახლა, ახალი ფურცლიდან და განახლებული, შეცვლილი დამოკიდებულებით. ახალი წელი კი საამისოდ შესანიშნავი მოტოვატორია. არ მეთანხმებით განა?
კვირის დასაწყისში პლანეტარული განლაგებაც თითქოს უწყობს ფეხს მოახოლვებულ დღესასწაულებს და ადამიანების დიდ ნაწილში მოიმატებს ოჯახური სიმყუდროვის მოთხოვნილება. აქტიური გახდება ნათესავებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება-დარეგულირების თემა. შესაძლოა ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში დიდი ხნის უნახავი დედ-მამიშვილების ან უახლოესი ნათესავების ხილვის ბედნიერებას ჰქონდეს ადგილი. არანაკლებ სავარაუდოა, რომ მათ ცხოვრებაში მოულოდნელად მომხდარმა პოზიტიურმა ძვრებმა გაგახაროთ.

რაკიღა პლანეტა სატურნმა სულ ცოტა ხნის წინ შეიცვალა მდებარეობა და მორიელის ნიშნიდან, მშვილდოსნის ზოდიაქოში გადაინაცვლა, გამორიცხული არ არის ზოგიერთ ჩვენგან პრობლემები და გარკვეული ბიუროკრატიული სირთულეები შეხვდეს გადაადგილებასთან, მგზავრობასთან, განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ყოველივე ეს განსაკუთრებით აქტუალურია თუკი თქვენ ზოდიაქოს ნიშნით მშვილდოსანი ხართ ან დიდი გავლენა მაინც გაგაჩნიათ ამ ნიშნის პირად ჰოროსკოპში. აქედან გამომდინარე, სასურველი იქნება თუ საბუთებს წესრიგში იქონიებთ და მაქსიმალურად იქნებით მობილიზებული ბიუროკრატიულ აპარატთან ურთიერთობის შემთხვევაში.

კვირის შუა პერიოდში აქტიური იქნება კორპორატიული სახის პრობლემების საბოლოოდ მოგვარების საკითხი. კარგი პერიოდია უფროსობასთან მნიშვნელოვანი თემების შესათანხმებლად. ზემდგომების კეთილგანწყობა ამ მხრივ, არამარტო მოახლოვებული დღესასწაულების გამო, პლანეტარულადაც სავსებით მოსალოდნელია.

კვირის ბოლოს სასურველია თავი აარიდოთ დიდ მანძილზე გადაადგილებებს და მაქსიმალურად იზრუნოთ იმაზე, რომ ახალი წლის დადგომამდე, გაცილებით ადრე დაიჭიროთ თადარიგი სადღესასწაულო ატმოსფეროს მოსაწყობად. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თხა მეგობრული და კოლეგიალური ცხოველია. ამიტომ თხის წელს შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ან მეგობრების გარემოცვაში შეხვდეთ. არანაკლებ პოზიტიურად ჩაივლის დღესასწაული სამსახურეობრივ ატმოსფეროში, ან კოლეგებთან ერთად.

FB კომენტარები

კომენტარი