ინგლისის ნაკრები ელიტარული სტრიპტიზ-კლუბის გვერდით დაასახლეს

54
SHARE

ინგლისისა და ბელგიის ნაკრებები მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადებიან. ყოველდღიური ვარჯიშები და მოგზაურობა მოთამაშეებს ღლის, ამიტომ მათ მინიმუმ კარგი გამოძინება სჭირდებათ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სტერეოტიპი ბრიტანელებს არ ეხება. ნისლიანი ალბიონის ნაკრები კალინინგრადში, Radisson-ის სასტუმროში დაასახლეს, რომელიც იმითაც არის განთქმული, რომ ელიტური სტრიპტიზ-კლუბის Maxim-ის გვერდით მდებარეობს. ამ დაწესებულებამ კი უკვე მოიწვია დამატებითი სტრიპტიზის მოცეკვავეები ინგლისელი ფანატების მოზღვავებიდან გამომდინარე. ამის შესახებ გამოცემა „Daily Star“ იუწყება. ამას გარდა, სტრიპტიზ-კლუბის ხელმძვანელობამ დაიქირავა ინგლისურენოვანი პერსონალი კლიენტებთან უკეთესი კომუნიკაციის მიზნით, ამას გარდა, ამავე დაწესებულებაში ეროტიული მასაჟის სერვისიც დაამატეს, რაც მთელი ღამის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მიმდებარედ ქალაქის მთავარი მოედანია, სადაც ფანები იკრიბებიან, ხმაურობენ და სვამენ.
როგორც ცნობილია, პორტუგალიელების ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს ძილს ირანელი გულშემატკივრები უშლიდნენ ხელს. ისინი მისი სასტუმროს ფანჯრების წინ შეიკრიბნენ და ხმაურობდნენ, რის მერეც ფეხბურთელმა თავისი ნომრის ფანჯრიდან გადმოიხედა და სთხოვა მისთვის დასვენების საშუალება მიეცათ. საინტერესოა, ინგლისელი ფეხბურთელების განწყობაზე და ენერგიულობაზე როგორ იმოქმედებს კალინინგრადის მიერ შემოთავაზებული „საინტერესო ადგილმდებარეობა“? ამას ალბათ მათი თამაშის შემდეგ შევიტყობთ.

FB კომენტარები

კომენტარი