თიკო სადუნიშვილი: 31 წლის ვარ და 10 პარტნიორი უკვე ბევრია?

16296
SHARE

ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი პრესასთან აღებული დიდი პაუზის შემდეგ, თავისი ცხოვრების სიახლეებზე და პირადზე „სარკესთან” საუბრობს. მისთვის ტელევიზია მეორეხარისხოვანი გახდა, ბიზნესი დაიწყო, მეგობართან ერთად თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში „სახლი” გახსნა, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია გართობისა და დასვენებისთვის.
რა კრიტერიუმებით არჩევთ პარტნიორებს?
– ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე საკუთარ თავს ვეცნობი. მიჭირს, გითხრათ, როგორები იყვნენ ისინი. რთულია, მათში საერთო იპოვო. ბოლო პერიოდში დავფიქრდი, რომ ამ ადამიანებს ერთი ძირითადი საერთო აქვთ – დღემდე შემომრჩნენ  და დღემდე ვმეგობრობ მათთან, ახლა უკვე მათ მეგობარ გოგონებთანაც.
–  თქვენი რომანებიდან ყველაზე ხანმოკლე და ყველაზე ხანგრძლივი რომელი იყო?
– ყველაზე ხანგრძლივი მახსენდება 2 წელი, ხანმოკლე იყო 2 კვირა.
2 კვირაში  ურთიერთობის დასრულებას როგორ ახერხებთ?
–  გიყიდიათ კაბა, რომელზეც მაღაზიაში  გადარეულხართ და მერე აღარ ჩაგიცვამთ?  იგივე შეგრძნება დამეუფლა მათი გაცნობის დროს. მერე კი გარდერობშიც  არ გავაჩერე  და მაშინვე გავაჩუქე.
ბევრი პარტნიორი გყავდათ?
– ბევრი არ იყო. 31 წლის ვარ და 10 პარტნიორი უკვე ბევრია? შეიძლება მეტიც იყო, შეიძლება ნაკლებიც, მართლა არ დამითვლია.

წყარო :wyaro

FB კომენტარები

კომენტარი