ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი

2115
SHARE

ასტროლოგია საინტერესო ფორმალური მეცნიერებაა. მისი მეშვეობით შეიცნობთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს. ასტროლოგიის მეშვეობით შეგიძლიათ, გაიგოთ, რამდენად შეგეფერებათ მეორე ნახევარი. წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან შექმნილი.
სასწორი და მერწყული: სასწორისა და მერწყულის წარმატებული კავშირის საიდუმლო ისაა, რომ ორივე ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში წავიდნენ კომპრომისზე. სასწორებისთვის ოჯახური ცხოვრება ძალიან ფასეულია. ისინი მეუღლეებთან ნებისმიერ გაუგებრობას მტკივნეულად განიცდიან. მათი მისწრაფება, ჰქონდეთ ჰარმონიული ოჯახი, განპირობებულია სასწორისთვის დამახასიათებელი შინაგანი სიკეთით. მერწყულები კი, სიჯიუტის მიუხედავად, ცდილობენ, კონფლიქტური სიტუაციიდან მშვიდობიანი გამოსავალი იპოვონ. ამიტომაც, სასწორისა და მერწყულის კავშირი ყოველთვის წარმატებული და ჰარმონიული იქნება.
თევზები და კურო: კუროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი – ეს მისთვის სულიერი წონასწორობის შენარჩუნების საშუალებაა. ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი რკინის სიმშვიდე გარანტია იმისა, რომ მეუღლეს არასოდეს აწყენინებს. თევზები კი, თავის მხრივ, ძალიან მგრძნობიარეები არიან. ბუნებით რბილი და საიმედო კურო ქორწინებაში თავისი პარტნიორისთვის საიმედო დასაყრდენი იქნება. თევზების წყობილებიდან გამოყვანაც რთულია. ამასთან, მას შეუძლია ადამიანის სიღრმისეულად გაგება და თანაგრძნობა. კუროსა და თევზების ეს თავისებურებები მყარი ოჯახის შექმნის გარანტი იქნება. შვილების გაჩენის შემდეგ კი, მათი ურთიერთობა კიდევ უფრო ურყევი გახდება. თანაც, თევზები ისეთი უსაზღვრო სიყვარულით ზრდიან შვილებს, რომ მშობლის ასეთი პასუხისმგებლობა მხოლოდ შესაშურია.
ქალწული და მორიელი: ქალწულები არა მხოლოდ კარგი მეოჯახეები, არამედ თავიანთი მეორე ნახევრებისთვის კარგი მეგობრებიც არიან. მათ არ აინტერესებთ ინტრიგები და თავგადასავლები – ძალიან საიმედონი არიან, რაც ქორწინებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქალწულები ოჯახის საქმეებს დაუზარებლად უძღვებიან, არ უშინდებიან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ სირთულეებს. მორიელები კი ძალიან მგრძნობიარე და ვნებიანი არსებები არიან, რომელთან ერთადაც ოჯახური ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იქნება. გარდა ამისა, მორიელები კარგად ერკვევიან ადამიანებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერს არ აჩუქებენ თავიანთ გრძნობებს. მორიელი ცხოვრებაში მხოლოდ ერთს ირჩევს და, მიუხედავად იმისა, რომ მან კარგად იცის გართობისა და დროსტარების ფასი, საყვარელი ადამიანის მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი და ერთგული დარჩება.
მშვილდოსანი და ტყუპი: მშვილდოსნები ძალიან გულწრფელები არიან ურთიერთობაში. არასოდეს მალავენ საკუთარ გრძნობებს და შთაბეჭდილებებსაც ყოველთვის აშკარად გამოხატავენ – ასეთი გულწრფელობის წყალობით, მარტივად წყვეტენ ოჯახში წარმოქმნილ გაუგებრობებს. სიყვარული მშვილდოსნისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ურთიერთობაში. ამიტომაც, მზად არის, ნებისმიერ გამოცდას გაუძლოს, რაც კი ოჯახური ცხოვრების გზაზე შეხვდება. მშვილდოსანი საინტერესო მეწყვილე იქნება ტყუპისთვის, რომელიც, თავისი სერიოზული ხასიათის მიუხედავად, არასოდეს დაიღლება მშვილდოსნის ემოციური ბუნებისგან. ტყუპი კი მარტივად მიეჩვევა იმ პიროვნების ხასიათის თავისებურებებს, ვისთანაც ოჯახის შექმნას გადაწყვეტს. ამიტომაც, მშვილდოსნისა და ტყუპის რომანტიკული ოჯახური ურთიერთობა სტაბილური იქნება.
კირჩხიბი და თხის რქა: კირჩხიბისა და თხის რქის ოჯახური ცხოვრება ურთიერთგაგებით, სიყვარულითა და ყურადღებით იქნება გაჯერებული. კირჩხიბი დასაფასებელია მხოლოდ იმიტომაც, რომ ის არ ხარჯავს საკუთარ ემოციებს იმ ადამიანებზე, რომლებიც მისთვის ძვირფასები არ არიან. მთელ თავის გრძნობას ის ოჯახისთვის შეინახავს. რთულ მომენტებში, კირჩხიბი შეძლებს, გვერდში დაუდგეს თხის რქას. თხის რქა კი, თავის მხრივ, მხოლოდ სიკეთით უპასუხებს; მით უმეტეს, თუ საქმე საყვარელ ადამიანს ეხება. თხის რქა ძალიან საიმედო ნიშანია, სერიოზული და კეთილსინდისიერი. ამიტომაც, მასთან ქორწინების შემთხვევაში, მსუბუქი საქციელის ნიშნებიც კი არ იქნება. მათ უყვართ საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო სიურპრიზების კეთება – ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ოჯახში მუდამ სიყვარული იმეფებს. ეს ატმოსფერო კი იდეალური იქნება ბავშვებისთვის, რომლებიც მაგალითს აიღებენ მშობლების ჰარმონიული ურთიერთობიდან.
ლომი და ვერძი: ვერძი – ეს საქმის ადამიანია, რომელიც სიტყვებს ჰაერს არ ატანს. ამიტომაც, ოჯახური კავშირის დროს მას ყველანაირად შეგიძლიათ, დაეყრდნოთ – თუ რაიმე სირთულეები იჩენს თავს. პარტნიორს მისგან მხარდაჭერისა და გვერდში დგომის ლოდინი დიდხანს არ მოუწევს. ლომებსაც ვერ დავადანაშაულებთ არაქმედითუნარიანობაში – ისინი ძალიან ჯიუტი და ამბიციური პიროვნებები არიან. ასეთ კავშირში ოჯახური ცხოვრება არასოდეს დგას ერთ ადგილზე. ის სულ წინ და წინ მიიწევს. ამ ორი ნიშნის ეს თვისებები კარგი მაგალითი იქნება ბავშვებისთვის, რომელთა დაბადებაც ცოლქმრულ კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს.

FB კომენტარები

კომენტარი