“ბოდიშს ვიხდი, მაგრამ აუცილებლად უნდა მეთქვა” – მამა პეტრე პროექტს “მხოლოდ ქართული” ეხმაურება

350
SHARE

ჟიურის წევრები ჩემზე და ალბათ, ბევრზე გამოცდილები არიან, მაგრამ ,,ჟღალი მიმინოს” ისტორია აუცილებლად უნდა სცოდნოდათ, – ასე ეხმაურება მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) პროექტს ,,მხოლოდ ქართული”.

„თვალი მოვკარი ,,მხოლოდ ქართული”- ს …
არაფერს ვამბობ მუსიკალურ შეცდომებზე. ამ მხრივ ჟიურის წევრები ჩემზე და ალბათ, ბევრზე გამოცდილები არიან, მაგრამ ,,ჟღალი მიმინოს” ისტორია აუცილებლად უნდა სცოდნოდათ… ცოტა მესირცხვილა, ეს ტექსტი სასაცილოდ რომ აიგდეს…
ახლა მაინც შეატყობინეთ ქალბატონებს და ბატონს, რომ ლექსი არჩილ სულაკაურს ეკუთვნის და გიორგი ლეონიძის მონატრებას მიუძღვნა…
ისე კი, აფხაზეთში მებრძოლი ბიჭებიც მღეროდნენ… აქ მთელი ისტორიაა… ისტორია, რომელიც არ ვიცით… და ვინაიდან არ ვიცით, ვიხალისეთ და აბუჩად ავიგდეთ…
ბოდიშს ვიხდი, მაგრამ აუცილებლად უნდა მეთქვა!“, – წერს მამა პეტრე.

FB კომენტარები

კომენტარი