ახალდაბადებულ გოგონას თავისი ტყუპი მუცელში ჰყავდა

75
SHARE

კოლუმბიის ქალაქ ბარანკილიაში, ქალს გაუჩნდა გოგონა, რომლის შიგნით მისი ტყუპი იყო. ასეთი ანომალია მილიონში ერთი ხდება და, ხშირ შემთხვევაში, ამას მხოლოდ „პატრონი-ტყუპის“ დაბადების შემდეგ არკვევენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ექოსკოპიური კვლევის დროს, მუცლად მყოფი შვიდი თვის ბავშვის შიგნით, ექიმებმა ქსოვილების მასსა აღმოაჩინეს, რომელსაც საკუთარი ჭიპლარი და სანაყოფე წყალი ჰქონდა. ასეთ ანომალიას fetus in fetu, ანუ ემბრიონი ემბრიონში ეწოდება. ორსულობის 37-ე კვირაში, ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაატარეს. ქირურგების თქმით, მეტის ლოდინი აღარ შეიძლებოდა, რადგან ამას შეეძლო, ნაყოფის ჯანმრთელობისთვის ზიანი მიეყენებინა. გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, დამაკმაყოფილებელია.

FB კომენტარები

კომენტარი