ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის შეხვედრის ექსკლუზიური კადრები (ფოტო)

88
SHARE

პაპარაცებმა ვარსკვლავები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ ოფისში ერთად დააფიქსირეს. ინფორმაციას და შესაბამის ფოტოებს ბრიტანული გამოცემა The Sun ავრცელებს.
იმის გათვალისწინებით, რომ შეხვედრა მესამე მხარის თანდასწრებით მიმდინარეობდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუბარი ბავშვებზე მეურვეობის საკითხებს ეხებოდა. ყოფილი წყვილის დაპირისპირება ამ თემაზე ორ წელიწადნახევარს გრძელდებოდა და როგორც ჩანს, დასასრულისკენ მიდის.
ექსკლუზიურ ფოტოზე შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ანჯელინას აქტიური ჟესტიკულაცია აქვს და თვითმხილველებიც ამტკიცებენ, რომ ის საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა. სავარაუდოდ, საუბარი ისე არ ვითარდებოდა, როგორც მას უნდოდა ან მას ხასიათი გაუფუჭა ჭორებმა პიტის და შარლიზ ტერონის რომანის შესახებ.
ჯოლის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ შეთანხმება გარკვეული ხნის წინ შედგა და მას მხარეებმა ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, ბრედ პიტი მეურვეობის 50 %-ს იტოვებს, თუმცა გამოსაცდელი ვადით, რომლის დროსაც ყველა მის მოქმედებას ვიდეო მეთვალყურეობის კამერები გადაიღებენ.

FB კომენტარები

კომენტარი