ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – კირჩხიბი

193
SHARE

   როგორც ამბობენ, ნებისმიერ ადამიანში ცხოვრობს ანგელოზიც და დემონიც. კარგიც და ცუდიც, ორივე ჩვენშია მთავარი ისაა, თუ კონკრეტულად რომელ გზას ვირჩევთ ცხოვრების გზაზე სასიარულოდ და რამდენად ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ არ გამოავლინოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას “მხეცი”… ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავის მხრივ დგას ცდუნებებისა და საცდურების ზღვარზე. ყველა მათგანს გააჩნია ხასიათში ე.წ. “ჩრდილოვანი” მხარე, რომლის გადაწონვაც მასში არსებულ ნათელ ენერგეტიკას შეუძლია…

კირჩხიბი

კირჩხიბის დემონური მხარე აფერისტობასა და გარშემო მყოფების წინაშე საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენაში ვლინდება.
მისი ანგელოზური მხარეა თანაგრძნობის უნარი და მზრუნველობა.
როგორც წესი, ყველა კირჩხიბი აცნობიერებს დემონის გავლენის დამღუპველობას, თუმცა უჭირს გაუმკლავდეს ხოლმე მას. ამიტომ არცთუ იშვიათად უწევს შემდეგ სინანულში ყოფნა იმის გამო, რომ ანგარების ან გამორჩენის მიზნით ხშირად სტკენს ახლობლებს გულს.
იგი ხშირად აცლის არაქათს და ნერვებს თავისი მუდმივი შეცოდებით, წუწუნითა და პრეტენზიებით. ითხოვს, რომ უფრო მეტად უყვარდეთ, მეტად აფასებდნენ, ანებივრებდნენ… ასე ცდილობს იგი იმ კეთილგანწყობისა და სითბოს მოპოვებას, რომელიც რეალურად სულ სხვა გზით და უფრო მარტივადაც შეუძლია მოიპოვოს. საამისოდ მან თავად უნდა გასცეს პირველ რიგში – სითბო, სიკეთე და სიყვარული.
კირჩხიბის მფარველ ანგელოზად დინა ითვლება. იგი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ანიჭებს ინტუიციას, თანაგრძნობისა და გაგების უნარს. აძლევს შესაძლებლობას გახდეს უფრო ბრძენი და წინდახედული, თუკი იგი კითხვებზე პასუხების ძიების ნაცვლად, თავად შეკითხვის ღიად დასმას ისწავლის.

FB კომენტარები

კომენტარი