თბილისში, მეორე დღეა 15 წლის გოგონას ეძებენ (ფოტოები)

თბილისში, მეორე დღეა 15 წლის გოგონას, თინათინ ნიკოლაძეს ეძებენ. როგორც სოციალურ ქსელში, დაკარგული გოგონას დეიდა წერს, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს აქტიურად ატარებს.
„მეორე დღეა დაკარგულია ჩემი დისშვილი, თინათინ ნიკოლაძე. დილით სკოლაში წავიდა და არ მისულა, მიზეზი არ ვიცით. ეს არის მისი ფოტოები. გუშინ თითქმის ყველა მის მეგობარს გელაპარაკეთ და დაგამატეთ, თუ ვინმემ რამე იცით გაგვაგებინეთ ძალიან გთხოვთ! თიკო თუ ამას ხედავ დარეკე გევედრები ძალიან ცუდად ვარ, არავინ გისაყვედურებს, მხოლოდ შენი გამოჩენა გვინდა. ჩემი ნომერია: 599341424. თუ ვინმეს დახმარება შეგიძლიათ მომწერეთ. სულ რომ თავდაყირა დავდგე მზად ვარ. პოლოცია ეძებს, მაგრამ ეს როგორც ჩანს საკმარისი არაა. მადლობა წინასწარ“, – წერს დაკარგული გოგონას დეიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები