X FAСTOR-ის ჯარისკაცი – „ერთმა მომწერა ქმრად გამომყევიო“

„დაანგრია ფილარმონია… ის არის ქართული ჯარის საამაყო წარმომადგენელი“ – ასე შეაფასა გიორგი გაბუნიამ X ფაქტორის სცენაზე გამოსული ქართველი ჯარისკაცი.
გიორგი ნაკაშიძემ სიმღერის დაწყებისთანავე დარბაზისა და ჟიურის წევრების აყოლიება მოახერხა, მერე კი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეული ქართველების ალაპარაკებაც შეძლო. როგორც „ნიუპოსტმა“ ბათუმელი კონკურსანტისგან შეიტყო სასიყვარულო და თბილი მესიჯები სოციალურ ქსელში უხვად მოდის.


გიორგი ნაკაშიძე:
„ძალიან მსიამოვნებს როდესაც ქუჩაში მცნობენ, ხალხს მოვწონვარ, მაჩერებენ, მეკითხებიან რაღაცებს, ფოტოებს იღებენ. ძალიან ბევრი ბავშივია, რომელიც ვერ მოდის, ერიდება მოსვლა. ნუ მოერიდებათ მოვიდნენ. მინდა რომ უფრო მეტი გავაკეთო და უფრო შევაყვარო ხალხს თავი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე მალე გავხდებოდი ასეთი პოპულარული.
-იქნებ გვითხრა რა გზა გაიარე X ფაქტორამდე?
-11 წლიდან ბათუმის თეატრის მუსიკალურ ცენტრში ვმღერი, დღემდე ვმუშაობ იქ, მსახიობი ვარ, მიუზიკლებს ვდგამთ. ბევრმა მუშაობამ გამოიღო ალბათ ეს შედეგი. ახლაც აქ რეპეტიციები მაქვს, თავს არ ვზოგავ, მაგრამ ძალიან მენატრება ბათუმი. ბათუმი ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ქალაქია…
-ანუ მომღერლობასთან ერთად მსახიობიც ხარ, კიდევ რამეს ხომ არ აპირებ სამომავლოდ?
-ჯარის შემდეგ კიდევ მინდა ერთ პროფესიას დავეუფლო, ტურიზმს, რადგან ბათუმიდან ვარ
-ჯარში რამდენი ხანი უნდა იყო და ჯარისკაცები როგორ შეგხვდნენ შენს ამ კონკურსში გამოსვლას?
-ძალიან ამაყობენ ჩემით და გვერდში მიდგანან. ყველა ელოდება ჩემს შემდეგ გამოსვლას. უფრო მეტიც, თბილისში ჩამოსვლას და აქ გულშემატკივრობას აპირებენ.
– შეყვარებული ხომ არ დაგიტოვებია იქ?
-არა, შეყვარებული არ მყავს. ერთი წლის წინ დავცილდით. ამ ეტაპზე მარტო X ფაქტორზე ვფიქრობ.
– რატომ დაცილდით? დამნაშავე რომელი იყო?
-ის იყო რა თქმა უნდა
-არ გენატრება ხოლმე?
-უკვე აღარ
– ისე დიდხანს გასტანა მონატრებამ?
-ვერ მოგატყუებთ, საკმაოდ დიდხანს…
-დეპრესიული მომენტებიც იყო?
-რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა მონატრება, იყო დეპრესია… საკმაოდ განვიცადე… მე დავშორდი, მაგრამ მაინც მენატრებოდა, მაგრამ გადავლახე. გადამიარა. ახლა ერთმანეთს მოვიკითხავთ ხოლმე. უკვე აღარ მაღელვებს…
-ახალი თაყვანისმცემლები გამოჩნდებოდნენ, თუნდაც სოციალურ ქსელში
-კი, ვეღარც შევდივარ „ფეისბუქზე“ . ძალიან ბევრი წერილი და დამატების თხოვნა მხვდება, ჩემს მეგობრებას ვეღარ ვწერ, შევალ თუ რა „ფეისბუქზე“ მოდის ტალღა, მინდა ყველას ვუპასუხო , მაგრამ სამწუხაროდ ამის დრო არ მაქვს და ვერ ვახერხებ..
-ყველაზე მეტად რომელი გზავნილი დაგამახსოვრდა?
-ერთ-ერთმა მომწერა ქმრად გამომყევიო…
-ისე არჩევანი შეაჩერე ვინმეზე?
-არა, ამ მომენტში სიყვარულის დრო არ მჩება.
-როგორ ფიქრობ რამდენად ხარ X ფაქტორი?
-ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მეტი გავაკეთო, მეტს მივაღწიო. წესით უნდა გამოვიდეს. .

წყარო: Newposts.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები