Vogue-ის კორესპონდენტის გასეირნება მშრალ ხიდზე – „ძველმანების ყველაზე მაგარი ბაზარი“ (ფოტო)

Vogue-ის კორესპონდენტი, ლიანა სეთენსტეინმა თბილისში, მშრალ ხიდზე მდებარე ძველმანების ბაზარში გაისეირნა და საკუთარი შთაბეჭდილებები მკითხველს სტატიის მეშვეობით გაუზიარა. კორესპონდენტი წერს, რომ მშრალი ხიდი – თბილისში ძველმანების ყველაზე მაგარი ბაზარია. კიევის ლესნოის და მოსკოვის მეგასტაილისგან განსხვავებით თბილისში მშრალი ხიდის ტროტუარები უცხოელებითაა სავსე, – აღნიშნავს ჟურნალისტი. სეთენსტეინი მოგვითხრობს იმაზე, თუ რამდენად მრავალფეროვანია ბაზარში საქონლის არჩევანი.13219789_1187127321327504_1949408703_n 13183170_1187127331327503_1281464797_n
„მშრალ ხიდზე იშვიათი სუვენირების ყიდვაა შესაძლებელი, უძველესი ნივთების, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ქურთუკების. გარდა ამისა, აქ იყიდება დიდი რაოდენობით უსარგებლო ნივთი, როგორებიცაა ნოკიას ძველი ტელეფონები, პლასტმასის მზის სათვალეები ჩინეთიდან და ა.შ.“.
მშრალ ხიდზე გასეირნებისას კორესპონდენტი ხედავს მინანქრის მედალიონებით მოფენილ ხალიჩას – მათ შორისაა გულსაბნევი მედალიონები იური გაგარინის და ვლადიმერ ლენინის გამოსახულებით. შემდეგ უცხოელი კორესპონდეტის თვალი ვერცხლის ნაკეთობებით მოფენილ სტენდზე ჩერდება. თუმცა, ის სამკაული, რომელიც მოეწონა ზედმეტად ძვირი აღმოჩნდა – 500 დოლარი და, ლიანას თქმით, „გამყიდველი მოლაპარაკებებისთვის მზად არ იყო“, ამიტომ ჟურნალისტმა სხვა სტენდიდან ვერცხლის სამაჯური ამოარჩია , ვაჭრობის შედეგად, 5 დოლარის ეკონომიაც გააკეთა. „წარმატება!“, – წერს Vogue-ს კორესპონდენტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები