მასწავლებლებისთვის ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა გამოჩნდა, რომელიც მასწავლებლებისთვის ამარტივებს და აუმჯობესებს დისტანციური სწავლების პროცესს.
TVschool.ge მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ღილაკზე სულ რამდენიმე დაჭერით გაუგზავნონ საშინაო დავალება თავიანთ მოსწავლეებს. პლატფორმაზე ინტეგრირებულია 10 000-ზე მეტი დავალება, რომელთაგანაც მასწავლებელი ირჩევს დავალებას სასურველი თემატიკის მიხედვით.
პროცესი საკმაოდ მარტივია:
მასწავლებელი ირჩევს კლასს, საგანსა და გაკვეთილს
შემდეგ პროგრამა საიტის ბაზიდან თავისით ალაგებს შესაბამის კითხვებს და აგენერირებს შექმნილი დავალების უნიკალურ ბმულს
აღნიშნულ ბმულს მასწავლებელი უგზავნის მოსწავლეებს ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში – იქნება ეს “მაიქროსოფთ თიმსი”, “მესენჯერი” თუ სხვა
მოსწავლე ხსნის ბმულს და აკეთებს დავალებას
დავალებას პროგრამა თავისით ასწორებს
აქვე შეგიძლიათ, იხილოთ მოკლე ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ იქმნება დავალება TVschool.ge-ზე : https://www.youtube.com/watch?v=oRYTMKDCoOI
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით გამოსადეგია თვითიზოლაციის პერიოდში, როდესაც მასწავლებლებს სხვა გზა არ აქვთ და უწევთ, დისტანციურად მისცენ და ჩაიბარონ საშინაო დავალებები. პროცესი გამარტივებულია როგორც მასწავლებლელთათვის, ასევე – მოსწავლეთათვის, რაც დისტანციურ სწავლებას უფრო სასიამოვნოსა და პროდუქტიულს ხდის.
Tvschool.ge 10 აპრილს ჩაეშვა ინტერნეტსივრცეში და მას უკვე 4500+ მასწავლებელი და 45000+ მოსწავლე იყენებს, ეს რიცხვები ყოველდღიურად სწრაფად იზრდება.
პროექტი ხორციელდება თბილისის ღია უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tvschool.ge/
R