TOP სამი ყველაზე მოუხელთებელი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალების უმეტესობა ოცნებობს თავბრუდამხვევ რომანზე, რომლის გმირიც ნამდვილად არ უნდა იყოს მოსლუკუნე დედიკოს ბიჭი ან დეპრესიული შეყვარებული მონა. თუმცა, ისეთი მამაკაცის ხელში ჩაგდებას, რომელიც ათობით ქალის ოხვრის საგანია მერწმუნეთ, მხოლოდ ფიზიკური სილამაზე და მოხდენილი სხეული არ უშველის. მოქნილობა, ჭკუა და ქალური გამჭრიახობაა საჭირო, რათა საბოლოოდ ინტერესის ობიექტს ეგონოს, რომ მახეში თქვენ კი არა, თავად გაგაბათ.
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არსებობენ მარტივად, ძნელად და აბსოლუტურად მოუხელთებელი მამაკაცები. რაღა თქმა უნდა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ნებისმიერი იმ ნიშნის წარმომადგენელი, რომელთა სიასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, გამოუსწორებელი მექალთანე და ქრონიკული ბერბიჭა უნდა იყოს ბუნებით. მოგეხსენებათ, რომ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე, თუმცა, ეს გამონაკლისებიც თეორიის სისწორეს ამტკიცებენ მხოლოდ!

მაშ ასე, როგორია ყველაზე რთულად მოსაჩანგლი მამრების ოქროს სამეული…

საპატიო მესამე ადგილს ტყუპი იკავებს. გაორებული ბუნების გამო, ამ ქარიზმატულ და კომუნიკაბელურ მამაკაცს არ უყვარს ერთ ობიექტზე დიდი ხნით შეჩერება. არა აქვს მნიშვნელობა პარტნიორი რამდენად ტემპერამენტიანი და ვნებიანია სექსში, ტყუპი ჰაერის ნიშანია შესაბამისად, მისთვის ქალთა სიახლოვე სასიამოვნო მხოლოდ მაშინაა თუ ეს უკანასკნელი მის “დაბმას” არამარტო საწოლში, საკუთარი აზროვნებითაც ახერხებს. ჭკვიანი, ლამაზი და ერთგული ქალები კი მოგეხსენებათ, ამქვეყნად დეფიციტია. ჰოდა, ჩვენი ტყუპიც გადადის პარტნიორიდან პარტნიორზე, საბოლოოდ კი უკვე ასაკში შესული ჭკვიანი და საინტერესო ქალის კომპანიას თანხმდება. რა თქმა უნდა, პერიოდულად “გვერდზე გახედვის” პერსპექტივით.


მეორე ადგილს მერწყულები იკავებენ
. სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ ამ მამაკაცს ნებისმიერი ქალის (და თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ კაცისაც!) გაოგნება შეუძლია საკუთარი ექსცენტრიკული საქციელით. მერწყული არ სცნობს ჩარჩოებს, საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს და მორალურ-ეთიკურ პრინციპებს. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია მოიქცეს ისე, როგორ გული უკარნახებს. ამიტომ არასოდეს განიკითხავს არც სხვებს მსგავსი საქციელის გამო. ქალებთან ურთიერთობისას იგი ძალზე არაპროგნოზირებადია, ამიტომ ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ გაიგებთ რას განიცდის იგი თქვენ მიმართ – სექსუალურ მიზიდულობას, მეგობრულ პატივისცემას თუ სიყვარულს, რომელსაც მერწყული აბსოლუტურად არასტანდარტულად ამჟღავნებს. თუკი ერთხელაც მოგეჩვენათ, რომ მას საერთოდ აღარ აინტერესებთ, ე.ი. მისდა საუბედუროდ შეუყვარდით და ამის გამოა საგონებელში ჩავარდნილი.

დაბოლოს, პირველ ადგილზე მშვილდოსნები არიან და არავის, არასოდეს უთმობენ ლიდერობას. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრების შესახებ ჩვენს საიტზე არაერთგზის დაწერილა. თუმცა, ისევ გავმეორდებით და ვიტყვით, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია მანდილოსანმა ამ მომხიბვლელი, საშინლად ქარიზმატული, მუდამ მოღიმარე და მხიარული მამაკაცის შემოტევას გაუძლოს. მშვილდოსანს ნებისმიერი ქალისთვის შეუძლია თავბრუს დახვევა წამის მეასედში. მთავარია, თავად მოინდომოს ეს და ინტერესის ობიექტი ოდნავ მიუწვდომელი ჩანდეს. რაც შორსაა, აკრძალულია და არ შეიძლება მშვილდოსანს მაგნიტივით იზიდავს. ბუნებით იდეალისტია და საოცარი სიყვარული იცის, მანამ სანამ შეყვერებულობის პერიოდი გაივლის და აქამდე იდეალურად ჩათვლილ სატრფოს ჩვეულებრივი საშუალოსტატისტიკური ქალისთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებებს შეამჩნევს. შეამჩნევს და თქვენ გგონიათ ქვაზე თავის ხლას მოჰყვება ამის გამო? ნურას უკაცრავად, ახალი და მეტი შემართებით გააგრძელებს სხვა, უფრო იდეალური ქალის ძიებას და ასე დაუსრულებლად. მანამ სანამ, ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე გამჭრიახი, აბსოლუტურად არაფრით გამორჩეული მაგრამ მსახიობის ოსტატობით დაჯილდოებული ქალი არ მოახერხებს მის გამოჭერას ხანგრძლივი ვადით… ითამაშეთ იდეალი, მშვილდოსანი არასოდეს მოიწყენს თქვენთან.

კომენტარები

სხვა სიახლეები