ჟურნალმა The Hollywood Reporter -მა 2014 წლის საუკეთესო სერიალების ტოპ ათეული გამოაქვეყნა. რეიტინგში ყველაზე განხილვადი ახალი და ძველი სერიალები მოხვდა, და მოულოდნელობებიც არ გამორჩათ.
10. „მოსიარულე გვამები“ (ამერიკული სპეციალიზებული საკაბელო ტელეარხი)
კომიქსური სერიალის „მოსიარულე გვამების“ რეიტინგი ყოველწლიურად იზრდება. ზომბებზე ტრილერის პროექტი დაუნდობელ დრამაში გადაიზარდა. მაყურებლების ნეგატიური განწყობის მიუხედავად, გაოგნებულები რჩებიან ამ ისტორიით. სერიალი 2015 წლის თებერვალში გამოვა ტელეარხებზე.
9. „სამეფო კარის თამაში“ (ტელეარხი Home Box Office) სოციალურ ქსელში ერთი ყველაზე განხილვადი სერიალი. მეოთხე სეზონის განმავლობაში „სამეფო კარის თამაშების“ ავტორმა არცერთი „სტარკი არ მოკლა, სამაგიეროდ, ლანისტერის ოჯახის რამდენიმე წევრმა სიცოცხლე დაკარგა. ტელეარხი Home Box Office ჰპირდება მაყურებლებს, რომ მეხუთე სეზონი ბოლო არ იქნება.
8.„გამჭვირვალე“ (AMAZON-ის სერვისი )
მოულოდნელი ჰიტი ინტერნეტ-კინოთეატრისგან. The Hollywood Reporter -ი ფილმს ასე აღწერს: „ეს ამბიციური სერიალი არსაიდან გამოჩნდა და საკმაოდ მოულოდნელად.“ ისტორია ლოს-ანჯელესის არაჩვეულებრივ ოჯახზე მოგვითხრობს. ოჯახის მამა ტრანსექსუალია, ოჯახის თითოეულ წევრს კი საკუთარი საიდუმლო გააჩნია, რომელიც უდროო დროს ვლინდება.
7. „ნარინჯისფერი – სეზონის ჰიტი“ (NETFLIX – ის სერვისი)
„ნარინჯისფერი – სეზონის ჰიტის“ მთავარი გმირი ფაიფერ ჩეპმენი აშშ-ს სამაგალითო მოქალაქეა. ერთადერთი მისი შეცდომა ნარკომომხმარებელთან სასიყვარულო კავშირია. ამის გამო ის 1,5 წელიწადი ციხეში ხვდება. ქალი, რომელსაც უყვარს სახლში ფუსფუსი და ჯანმრთელი კვება, ეჩვევა მკაცრ და სასტიკ ცხოვრებას.
6. „ლუი“ (Fox extended ტელეარხი)
ამერიკული ტელეარხისთვის უნიკალური სერიალია. „ლუის“ მაყურებელი დიდად არ ანებივრებს და არც ისეთი დიდი რეიტინგი აქვს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მას მილიონი მაყურებელი ჰყავს. ისტორია სი ქეი ლუისზეა, რომელიც ალტერნატიურ რეალობაში საკუთარ თავს თამაშობს. აქ ის პოპულარულია, ზრდს ორ ბავშვს და ცდილობს, ცხოვრების რიტმს არ ჩამორჩეს. სინამდვილეში კი სიტუაცია ოდნავ სხვანაირად არის.
5. „დიდგვაროვანი ქალბატონი“ (SUNDANCE TV)
კაბელური ტელევიზიის Sundance TV მინისერიალი მოგვითხრობს ქალბატონზე, რომელსაც ნესა შტეინი ჰქვია. მთავარ როლს მეგი ჯილენჰოპი ასრულებს. მის მთავარ გმირს მამისგან მემკვიდრეობით ბიზნესი გადაეცემა, რომელიც იარაღის გამოშვებაზეა ორიენტირებული. თანდათანობით მას ითრევს მსოფლიო მაშტაბის მოვლენები, რომლებიც პალესტინასა და ისრაელის ომს გულისხმობს.
4. „გიჟები“ (ამერიკული სპეციალიზებული საკაბელო ტელეარხი)
„გიჯების“ პრემიერიდან 7 წელი გავიდა, მაგრამ მას თავისი ხიბლი არ დაუკარგავს. ყოველი სეზონი პირველივით კაშკაშა და საინტერესოა. მოვლენები აშშ-ში XX საუკუნის 60-იან წლებში ხდება. სიუჟეტი სარეკლამო სააგენტო „სტერლინგ-კუპერზეა“. მისი კრეატიული დირექტორი დონ დრეიპერი ცდილობს, შეინარჩუნოს ადგილი ბიზნესის მაღალ საფეხურებზე. ის და მისი კოლეგები ლავირებას ახდენენ იმ დროის მოვლენებზე.
3. „ნამდვილი დეტექტივი“
(ტელეარხი Home Box Office) მინისერიალმა „ნამდვილი დეტექტივი“ თავიდან ყურადღება მთავარი როლების შემსრულებლებით: მეთიუ მაკკონაჰით და ვუდი ჰარლსონით მიიპყრო, რომლებიც პროდიუსერმა მიიწვია. მათ მონაწილეობა მიიღეს დეტექტივში, რომელშიც 1995 წლის მკვლელობას იკვლევდნენ. თავიდან ჩანდა, რომ მათ გამოიძიეს საქმე, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ საქმეს დახურვამდე კიდევ ბევრი უკლია.
2. „ამერიკელები“ (Fox extended ტელეარხი)
ჯაშუშური დეტექტივი, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე მოქმედ საბჭოური უშიშროების სამსახურის აგენტებზე მოგვითხრობს. ფაქტობრივად ეს ორ დიდ ქვეყანას შორის „ცივი ომის“ განვითარებაზე მოგვითხრობს. The Hollywood Reporter-ი „ამერიკელებს“ რთულ კომპლექსურ პროექტად მიიჩნევს.
1. ფარგო Fox extended ტელეარხი)
ცოტა მოულოდნელია, რომ ამ რეიტინგში სერიალი „ფარგო“ პირველ ადგილს იკავებს. ეს ფილმი 2005 წელს გამოვიდა და ორ ძმაზე მოგვითხრობს.მთავარ როლებს კი ბილი ბობ ტორნტონი, მარტინ ფრიმანი და კოლინ ჰენკსი ასრულებენ.