“System of a Down”-ის სოლისტი სერჟ სარგსიანის გადადგომას გამოეხმაურა

119
SHARE

ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფ “System of a Down”-ის სოლისტმა სერჟ ტანკიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას “სამართლიანობის ზეიმი” უწოდა.
“დღეს სამართლიანობის მხრივ უჩვეულო დღე გაგვითენდა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზით, სომხებმა სერჟ სარგსიანს თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს”- განაცხადა ცნობილი როკ ჯგუფის წევრმა.
სომხეთში საპროტესტო აქციების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 13 აპრილს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს. ხანგრძლივი და მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, სარგსიანი გუშინ იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო.

FB კომენტარები

კომენტარი