Sumsung-მა სამ მილიონამდე “საშიში” სარეცხი მანქანა გაყიდვიდან ამოიღო

661
SHARE

სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Sumsung Electronics-მა 4 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვიდან 2,8 მილიონი სარეცხი მანქანა ამოიღო.
აშშ-ს „საყოფაცხოვრებო საქონლის უსაფრთხოების კომისიის“ განცხადებით, გაყიდვიდან 34 სარეცხი მანქანის მოდელი ამოიღეს. გამოყენებისას, სარეცხის მანქანის ზედა ნაწილი შესაძლებელია, მოულოდნელად გაიხსნას და სხეულის დაზიანებები გამოიწვიოს. მანამდე კომპანიამ მომხმარებლებისგან ცხრა საჩივარი მიიღო, რომლებშიც საუბარი იყო: ყბის, მხრებისა და სხეულის სხვა ნაწილების დაზიანებაზე. დღესდღეობით კომპანიის სახელზე 733 საჩივარია შესული.
2016 წლის სექტემბერში კომპანიამ აღიარა, რომ მათი რამდენიმე სარეცხი მანქანა შესაძლებელია, არ იყოს უსაფრთხო.
აქამდე Sumsung-მა გაყიდვიდან სმარტფონი „Galaxy Note 7“ ამოიღო. მიზეზი სმარტფონების აკუმლატორის გაუმართავობა გახლდათ. მომხმარებელთა თქმით, ამ მოდელის სმარტფონები ფეთქდებოდა.

FB კომენტარები

კომენტარი