Prodigy-ს სოლისტი დაიღუპა

33
SHARE

ჯგუფ Prodigy-ს სოლისტი კიტ ფლინტი გარდაიცვალა. მისი ცხედარი, ბრიტანეთში, ესექსის საგრაფოში მდებარე სახლში დღეს დილით იპოვეს. ლეგენდარული ჯგუფის მომღერალი 49 წლის იყო.
ბრიტანული მედიის ცნობით, მისი სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლიცია მისი გარდაცვალების მიზეზად რაიმე საეჭვო ძალადობას არ განიხილავს.
ჯგუფი Prodigy პოპულარული 90-იანებში გახდა. კიტ ფლინტი მუსიკის გარდა, თავისი ექსტრავაგანტული გარეგნობითაც გამოირჩეოდა.

FB კომენტარები

კომენტარი