NASA-სა და კოსმონავტიკისა და ავიაციის გერმანული კვლევითი ცენტრის მეცნიერები, 60 დღით, დასაწოლად გვეპატიჟებიან.ერთი შეხედვით, ასეთ სამუშაოზე მხოლოდ ოცნება შეიძლება; თუმცა, დასკვნების გაკეთებას ნუ ვიჩქარებთ. NASA-ს პირობებით თანახმად, მოხალისეებს არა მხოლოდ, უბრალოდ, საწოლიდან ადგომა, არამედ თავის ცოტათი წამოწევაც კი აეკრძალებათ. შხაპის მიღება, კვება და საკვებისგან განთავისუფლება მხოლოდ მწოლიარე მდგომარეობაში უნდა მოხდეს. თუმცა, მოხალისეს, ამ დროს, არანაირი ყოფითი პრობლემები შეაწუხებს-აჭმევენ და დაბანენ კიდევაც. კვების გეგმა ინდივიდური იქნება, რათა მოხალისეები ასეთი ცხოვრების რიტმისგან არ გასუქდნენ. აღსანიშნია, რომ ასეთი სამუშაოსთვიც მეცნიერები 16,5 ათას ევროს გვთავაზობენ. საჭირო, მოხალისე რამდენიმე პუნქტს აკმაყოფილებდეს – უნდა იყოს ქალი 24-დან 55 წლამდე, არ უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემები, არ უნდა ეწეოდეს. სიმაღლე 153-და 190 სანტიმეტრამდე. ამ ექსპერიმენტის შედეგად, მეცნიერებმა კოსმონავტზე უწონადობის ზეგავლენის შემცირების მეთოდი უნდა იპოვონ; ამიტომ, საწოლის თავი უნდა იყოს განთავსებული 6-გრადუსიანი კუთხით. ეს იმას ნიშნავს, რომ მოხალისეებს, ორ თვეს, ქვემოთ დაქანებული თავით მოუწევთ ყოფნა.