ახალი ელექტრომობილის – „EQS“-ის კონცეპტ-მოდელი კომპანია Mercedes-ისგან, რომელიც სტოკჰოლმში გამართულ პრეზენტაციაზე იყო ნაჩვენები, Tesla-ს უმსხვილესი კონკურენტი გახდება. ამის შესახებ გამოცემა „Daily Mail“-ი წერს. „Mercedes“-ის სპეციალისტებმა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, უნიკალურ მაჩვენებლებს მიაღწიეს: აკუმულატორის ერთ დატენვაზე მაქსიმალური სვლის მანძილმა 724 კილომეტრს მიაღწია. ახალი მოდელის გამოშვებით, გერმანელი ავტოგიგანტი ელექტრომობილების ბაზრის დაპყრობას გეგმავს.
კომპანია „Mercedes“-ი იუწყება, რომ ახალი „ელექტროქარების“ შესაქმნელად, ექვსი ქარხანა იმუშავებს. პირველ ავტომობილებს ბრემენის ქარხანა გამოუშვებს, ეს ის ქარხანაა, სადაც С-კლასის სახაზო ავტომობილები და კომპაქტური „კროსოვერები“, „GLC“ გამოდის.
დასავლელი ექსპერტების მონაცემებით, კომპანია ელექტრომობილების 10 სხვადასხვა ვარიანტის გამოშვებას გეგმავს, დაწყებული ჯიპებით, დამთავრებული „სპორტქარებით“.
გერმანელი ექსპერტები თვლიან, რომ ავტომობილების წარმოებაში დიდი გამოცდილების და კლიენტების დიდი ბაზის წყალობით, Mercedes-ი შესაძლოა, ელექტრომობილების ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდეს.
სხვა სიახლეები