„Instagram“-ზე ერთსაათიანი ვიდეოების ატვირთვა იქნება შესაძლებელი

46
SHARE

პოპულარული სოციალური ქსელი „Instagram“ შესაძლოა YouTube-ის კონკურენტი გახდეს. The Wall Street Journal“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ინსტაგრამი“ ვიდეოების პუბლიკაციების შესაძლებლობას ტესტავს, რომელთა ხანგრძლივობაც ერთ საათამდეა.

ამ დროისთვის ეს სოციალური ქსელი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, მხოლოდ 60-წამამდე ვიდეო ატვირთონ, ხოლო „სთორიში“ მხოლოდ 15-წამიანი ვიდეოების ატვირთვაა შესაძლებელი. არსებული ინფორმაციით, კომპანიას ჰქონდა კომუნიკაცია ბლოგერებთან და გამომცემლებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან მსგავსი ფორმატის შექმნით. როგორც ჩანს, მხარეები კონკრეტულ შეთანხმებამდე მივიდნენ, რადგან „ინსტაგრამმა“ მსგავსი ფუნქციის ტესტირება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელი „ფეისბუქმა“ 2012 წელს 1 მილიარდ დოლარად შეიძინა. ამ დროისთვის, „ინსტაგრამს“ თვეში 800 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

FB კომენტარები

კომენტარი