„Georgia არის პირველი სიმღერა ჩემი ალბომიდან ” – ნათია თოდუას ახალი სიმღერა საქართველოზე (ვიდეო)

136
SHARE

ქართველმა მომღერალმა, ნათია თოდუამ, რომელიც გერმანული Voice-ის გამარჯვებული გახდა, ახალი სიმღერა – Georgia გამოუშვა. მომღერალი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„Georgia არის პირველი სიმღერა ჩემი ალბომიდან – Miss you. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა ამის შექმნაში. ჩვენ ყველას გვაქვს სამშობლო და თითოეულმა უნდა შევიტანოთ წვლილი მისი მომავლისთვის. ეს არის ადგილი, რომელმაც ჩვენ გაგვზარდა და ერთმანეთს დაგვაკავშირა. მოდით, ყველამ ერთად შევძლოთ მისი გაუმჯობესება, რათა ჩვენ მომავალ თაობას უკეთესი და უფრო ლამაზი სამშობლო ჩავაბაროთ. მადლობა თითოეულს, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ” , – წერს ნათია თოდუა.

FB კომენტარები

კომენტარი