Don’t Give Up (არ დანებდე)! – Bravo Records-ის გამამხნევებელი გზავნილი მთელს მსოფლიოს (ვიდეო)

26
SHARE

Don’t Give Up (არ დანებდე) – მუსიკალური კლიპი, რომელსაც დღეს პირველად სწორედ Marketer-ის მკითხველი იხილავს, მთელი მსოფლიოს გასამხნევებლად შეიქმნა. Covid-19-ის პერიოდმა არა მხოლოდ ახალი სიტყვები (პანდემია, კლასტერი…) და ქცევები (დეზინფექცია, ნიღბებით სიარული…) შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურობაში, არამედ ბევრისთვის სტრესის, საყვარელ ადამიანებთან დაშორებისა და უიმედობის მიზეზად იქცა. სწორედ ამ დროს, როდესაც სამყარო უხილავ მტერს ებრძვის და არ იცის, როგორი გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს, მუსიკალურმა კომპანია Bravo Records-მა ადამიანებს მთელს მსოფლიოში მხარდამჭერი მუსიკალური გზავნილი მიუძღვნა. კლიპში პოპულარული ქართველი შემსრულებლები – ალეკო ბერძენიშვილი და სოფო ბათილაშვილი პიტერ გაბრიელისა და ქეით ბუშის დუეტს – Don’t Give Up-ს ასრულებენ:

FB კომენტარები

კომენტარი